სიახლეები
23.11.2009
პრეზიდენტის სასახლეში ახალი მონუმენტი გაიხსნა
პრეზიდენტის სასახლეში ახალი მონუმენტი - მრავალეთნიკური საქართველოს სიმბოლო დაიდგა. 67 ცალი გულის ფორმის შუშით შექმნილი მონუმენტი 7 მეტრი სიმაღლისაა. "გულების ტორნადო"-ასე განმარტავს საკუთარ ნაშრომს ქანდაკების ესპანელი ავტორი. არქიტექტორი ალბერტო დომინგო აცხადებს, რომ მონუმენტში გამჭვირვალეობის იდეა მას საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაებადა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური