Google+

სიახლეები

28.11.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მაჰმადიანებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივ მაჰმადიანებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მიხეილ სააკაშვილი მარნეულის მეჩეთში მივიდა და სასულიერო პირებს გაესაუბრა. მან რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ ადგილობრივი ლიდერების და მოსახლეობისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. პრეზიდენტმა ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენიმე დავალებაც მისცა - გუბერნატორმა უახლოეს ხანებში, სასმელი წყლის სათავე ნაგებობა უნდა შეაკეთოს და სარწყავი არხების რეაბილიტაცია მოახდინოს.

"მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, თქვენ ძალიან მიყვარხართ. ეს არ არის მხოლოდ თქვენი დღესასწაული,ეს არის საქართველოს დღესასწაული იმიტომ, რომ თვქენ ხართ ჩვენები.

თქვენი დღესასწაული, ბედნიერება და წარმატება საქართველოს დღესასწაული, ბედნიერება და წარმატებაა. თქვენ იცით, როგორია ტრადიცია - წელს ვისაც დაეხმარებით, მომავალ წელს ის სხვას დაეხმარება. ჩვენ ყველანი უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს.ყველანი უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდში, იმისათვის რომ ჩვენი საქართველო დავაყენოთ ფეხზე." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)