Google+

სიახლეები

10.12.2009
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პრეზიდენეტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ევროპულ-აზიურ მედიის ფორუმზე გუშინდელ გამოსვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საჭიროდ მიიჩნევს საკუთარი დამოკიდებულების და პოზიციის მედიისთვის გაცნობას. "რუსეთის პრეზიდენტის საპასუხოდ საქართველოს პრეზიდნეტი ხაზგასმით აცხადებს, რომ რუსული პროდუქცია საქართველოში დღესაც არ არის დაბლოკილი და მას არანაირი ემბარგო არ დამუქრებია. დღესაც რუსეთის მოქალაქეები და არა რუსეთის სპეც სამსახურებთან დაკავშირებულიL პირები, გამარტივებული წესით შემოდიან საქართველოში. ქართული მხარე დღესაც მზადყოფნას გამოთქვამს აღდგეს საჰაერო მიმოსვლა და გაიხსნას ზემო ლარსის საგუშაგო. რაც შეეხება ამ სანქციებს, უმეტესეობა რუსეთმა ცალმხრივად შემოიღო ჯერ კიდევ 2008 წლამდე, სავიზო რეჟიმი კი, 2003 წლამდე. თუ ისინი მიბაძავენ საქართველოს და შეზღუდვები მოიხსნება, საქართველოს ხელისუფლება ამას მხოლოდ მიესალმება, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. მიუხედავად იმისა, რომ არა საქართველო, არამედ რუსეთია ოკუპანტი და პრეტენზია სწორედ საქართველოს შეიძლება ჰქონდეს მეზობელ სახელმწიფოსთან.

რაც შეეხება ე.წ არჩევნებს აფხაზეთში, რომელიც. უკვე აღარც სეპარატისტული რეჟიმის მქონე აღარ არის და რეგიონი უბრალოდ ოკუპირებულ ტერიტორიად იქცა. საქართველოს პრეზიდნეტი მიიჩნევს, რომ კრემლმა აფხაზეთში ავტონომიური ელემენტი ბოლომდე გააქრო და ამორალურია რუსეთისგან ამ კომედიის დადგმა.

ახლა ამ ეტაპზე მთავარია შეწყდეს გატაცებები. Uუკანონო პატიმრობები, ახალი ბერლინის კედლის აღმართვა და მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დევნა - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)