Google+

სიახლეები

25.12.2009
საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკურ ეკლესიაში შეკრებილ მრევლს ქრისტეშობა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში შეკრებილ მრევლს ქრისტეშობა მიულოცა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველი კათოლიკეები მრავალრიცხოვან საინტერესო ჯგუფს წარმოადგენენ. მისი თქმით, საქართველოს ბევრი პატრიოტი კათოლიკე ჰყავდა. "თქვენი სახელით შობის დღესასწაული მინდა მივულოცო საქართველოში მცხოვრებ ყველა კათოლიკეს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ კათოლიკებს. ჩვენ ყველანი ქრისტიანები ვართ, ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სამშობლო და მზად ვართ სამშობლოსთვის ყველაფერი გავაკეთოთ.

ჩვენ პატივს ვცემთ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. ჩვენ ვართ სახელმწიფო,რომელიც დავით აღმაშენებლის ტრადიციას ეფუძნება, ეს არის ყველა აღმსარებლობის და მიმდინარეობის პატივისცემა.

კათოლიკური ეკლესიის მრევლში ძალიან დიდი პატრიოტები იყვნენ -ამის მაგალითია სულხან-საბა ორბელიანი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი ჩვენს ისტორიაში, ასევე ზაქარია ფალიაშვილი, გენიალური ქართველი კომპოზიტორი და ჩვენი ეროვნული სიამაყე. არასოდეს დამავიწყდება სვეტიცხოველში ერთად აღვლენილი ლოცვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და რომის პაპის-იოანე-პავლე მეორის მიერ. ეს დაუვიწყარი განცდა და გრძნობა იყო."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)