სიახლეები
25.12.2009
მიხეილ სააკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა სასწაულმოქმედი მღვდელმთავრის, სპირიდონ ტრიმიფუნტიელის ხსენებისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა გაიმართა. სადღესასწაულო წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. ტაძარში იმყოფებოდა ბელორუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ეგზარხოსი, მინსკისა და ლოცკის მიტროპოლიტი ფილარეტი, რომელიც საქართველოს პატრიარქისთვის აღსაყდრების იუბილის მისალოცად თანმხლებ პირებთან ერთად ჩამობრძანდა.
სამების საკათედრო ტაძარში აგრეთვე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, პარლამენტარები და საზოგადოების წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური