Google+

სიახლეები

13.01.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურიაში კალანდობა აღნიშნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გურიაში ჩავიდა და კალანდის დღესასწაულის დადგომამდე ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში სალუქვაძეების ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა საჩუქრად ჩიჩილაკი მიიღო, რომლის დამზადებაში თავადაც მიიღო მონაწილეობა. ტრადიციულ გურულ ოჯახში პრეზიდენტმა გურული "ადესა" დააჭაშნიკა და მას საშობაო ღვეზელითაც გაუმასპინძლდნენ.

პრეზიდენტი სხვა ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდა, რომლებსაც იგი უპირველესად გზების რეაბილიტაციას დაჰპირდა. მიხეილ სააკაშვილი რაიონში ტრანსპორტირების, სოციალური შეღავათებისა და გაზიფიცირების საკითხებით დაინტერესდა. როგორც მან განაცხადა, ამ მხარეში გაზიფიცირებას მხოლოდ ის აფერხებს, რომ მოსახლეობას ბუნებრივი აირის სახლებში შესაყვანად თანხის გადახდა უჭირს, რომელიც თითოეულ ოჯახზე 300 ლარს შეადგენს.

"ის, რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში, გზებია გასაყვანი. უწინარესად, ოზურგეთში შიდა გზების რეაბილიტაცია უნდა დავასრულოთ. ამისათვის მილიონ ორასი ათასი ლარია ბიუჯეტიდან გამოყოფილი და საქმის ბოლომდე მისაყვანად კიდევ ერთი წელი დაგვჭირდება. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის გაყვანის საკითხს, ეს პრაქტიკულად მოგვარებულია - 70 პროცენტი უკვე გაყვანილია, მაგრამ მოსახლეობას სახლებში შესაყვანად გადახდის პრობლემა აქვს. ამჟამად მოლაპარაკებას ვაწარმოებთ აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ გადახდა განვადებით გახდეს შესაძლებელი, რადგან ხალხს ერთბაშად 300 ლარის გადახდა უჭირს", - განაცხადა პრეზიდენტმა მოსახლეობასთან საუბრისას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)