სიახლეები
21.01.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელ მოციგურავეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელ მოციგურავეს ენისონ რეიდს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მიხეილ სააკაშვილმა საბუთი მას ესტონეთში ყოფნისას პირადად გადასცა. ევროპის ჩემპიონატზე ენისონ რეიდი ქართველ მოციგურავე ოთარ ჯაფარიძესთან ერთად საქართველოს სახელით ასპარეზობს.
"ქუთაისში ვდგავთ საციგურაო მოედანს და მესტიაშიც გვექნება ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი მოედანი. ერთი ოლიმპიური მოედანი იქნება ღია, ხოლო მეორე - დახურული. მართალია ეს ადრეც უნდა მოგვეხერხებინა, მაგრამ ომმა და მსოფლიო კრიზისმა ხელი შეგვიშალა. კარგია, რომ ქართველების რაოდენობა იზრდება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური