"საქართველო სუფთა ჰაერია ყველა ადამიანისათვის, ვისაც თავისუფლება უყვარს"
გაცნობა
მადლობას მოგახსენებთ აქ მობრძანებისთვის ყველას - მე აქ ვხედავ ბევრ ნაცნობ სახეს.
ეს სახეები იმ დროს მაგონებს, რომელიც ვაშინგტონში გავატარე.
მადლობას მოვახსენებ ასევე ამ ღონისძიების ორგანიზატორებს - საერთაშორისო კვლევების სასწავლებელი არის სრულყოფილი განათლებისა და სწავლების უდიდესი და გლობალური ლიდერი ინსტიტუტია. მას საამაყო და ბრწყინვალე ტრადიცია აქვს საერთაშორისო განათლებისა და ერუდიციის თვალსაზრისით გლობალური მასშტაბით როგორც ჩვენს რეგიონში ისე მთელ მსოფლიოში. მაქვს პატივი აქ ვისაუბრო.
მადლობელი ვარ დოქტორ ზბიგნევ ბზეჟინსკის რომელმაც, ჩემი რწმენით სათავე დაუდო სანიმუშო საჯარო სამსახურის ხელმძღვანელობისა და სერთაშორისო დონის აზროვნების სტანდარტებს.
მე ასევე მსურს განსაკუთრებული მადლობა ვუძღვნა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს, რომელიც 10 წელზე მეტ ხანია, რაც საქართველოში აქტიურად მოღვაწეობს და უმნიშვნელოვანესი სამუშაოები შეასრულა კიდეც.
ცოტა რამ ვარდების რევოლუციის შესახებ
დღეს, აქ, ამ დარბაზში მყოფთათვის ცნობილია საქართველოში განვითარებული ნოემბრის დრამატული მოვლენების შესახებ, რასაც მჭერმეტყველურად "ვარდების რევოლუცია" დაერქვა.
რევოლუციები უცნაური რამ არის - პროცესები ხელს უწყობს მათ შექმნას და იფიტება იმ ენერგიისგან, რომელიც აღსავსე იყო იმედით და გაგებით.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძელით საქართველოს ტრაგიკული ყოფა შემოგვებრუნებინა და გვეშენებინა უკეთესი მომავალი.
სამი თვე გავიდა რევოლუციის მერე.
რა ვისწავლეთ;
მიმაჩნია, რომ ჩვენ სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღეთ. გაკვეთილები... რომელიც ახლაღა გახდა ჩვენთვის ნათელი, ვინაიდან ამჟამინდელმა მთავრობამ და პირადად მე საქართველოს აღმშენებლობა დავისახეთ ამოცანად.
პირველი გაკვეთილი არის ის, რომ ჩვენ შევძელით შევჭიდებოდით არსებულ პრობლემებს.
რა უნდა იყოს ნებისმიერი გარდამავალი ერის, კერძოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ერთადერთი უდიდესი გამოწვევა...
როგორც ჩანს ჩვენს ბევრ მეზობელს ერთ საკითხთან დაკავშირებით სირთულე აქვთ - ჰყავთ პრეზიდენტი, რომელმაც არ იცის, თუ როდის უნდა წავიდეს.
პოლიტიკურ ოპოზიციას კი არ ძალუძს გაერთანდეს ან სხვა ქვეყნის გამოცდილება თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გამოიყენოს.
საქართველოში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი გზითაც არის შესაძლებელი. მოვლენები შესაძლოა დრამატულადაც განვითარდა, თუმცა კონსტიტუციის ფარგლებში.
ყოველივე ეს გაერთიანებული ოპოზიციის დროშის ქვეშ ხდება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ხალხის ძლიერი და ჭეშმარიტი მხარდაჭერით არის შესაძლებელი.
ვაბარებთ რა ცვლილებათა გამოცდას, ჩვენ, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, ყველას დავუმტკიცეთ, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე მომწიფდა და წინა პერიოდის დასუსტებული სახელმწიფო აღარ არსებობს.
თუკი ოდესმე ვინმეს უფიქრია, ან იმედი ჰქონია, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო არ შედგა, რევოლუციამ და ხალხმა მათ სამუდამოდ გაუქარწყლა ეს "იმედი".
ვარდების რევოლუციის შემდგომი საქართველო ისეთი ძლიერი, მტკიცე და ერთიანია, როგორც არასდროს და იგი მშენებლობისა და აყვავების გზას ადგას.
"ვარდების რევოლუციის" მეორე გაკვეთილი არის ის, რომ ქართველები ევროპისა და ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ.
როდესაც ამას ვამბობ, გეოგრაფიულ მდებარეობას კი არა, ეროვნულ იდენტიფიკაციას ვგულისხმობ.
ნოემბერში მოსახლეობა ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების დასაცავად გაერთიანდა.
ჩვენ დავინახეთ, რომ ქართველი ერი წინ აღუდგა იმ ხალხის მოსვლას, რომლებმაც მათი მომავალი მოიპარა და ქვეყანაში კორუფციის აღზევებას შეუწყო ხელი.
რევოლუცია არ იყო პროტესტი დაბალი ხელფასის, შეზღუდული ელექტროენერგიის, ან კიდევ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების ნაკლებობის გამო.
ეს არც მხოლოდ ჩემს მხარდასაჭერად მომხდარა.
რევოლუცია ხალხმა მოაწყო თავისუფლებისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრების სურვილის გამო.
საზოგადოება, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და მოქალაქეობრივ მრწამსს, აქვს უფლება აირჩიოს თავისი ლიდერი და ბედიც ანდოს მას.
ეს არის ის, რასაც ყოფილი მთავრობა არასოდეს ითავისებდა, არც ჭეშმარიტი დემოკრატიის სწამდა და სჯეროდა, რომელიც ხელისუფლებას ხალხზე ზრუნვასა და პასუხისმგებლობას აკისრებდა.
სხვაგვარად ეს ვერ იქნება ნამდვილი დემოკრატია.
ქართველმა ხალხმა ისიც დაამტკიცა, რომ მამაცი, ბრძენი ერია, რომელსაც უდუდესი სურვილი აქვს სწორედ ასეთ ქვეყანაში იცხოვროს.
ძალიან ვამაყობ ჩემი ხალხით და ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო მათი პრეზიდენტი.
მე დემოკრატიის პრეზიდენტი ვარ.
ეს არის დემოკრატია, რომლის ეროვნულ ღირსებას ფესვები ევროპაში აქვს _ როგორც ევროატლანტიკური ინსტიტუტის სრულუფლებიანი და ღირსეული წევრი თავისი რეგიონალური უსაფრთხოებითა და ეკონომიკური განვითარებით.
რევოლუციის მესამე გაკვეთილი შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ საქართველომ განსაკუთრებული ურთიერთობა დაამყარა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ვაცხადებ _ ეს ევოლუცია ემყარება ქართველებისა და ამერიკელების მიერ საერთო ღირებულებების გაზიარებას.
ჩვენ ვიზიარებთ საერთო რწმენასა და მისწრაფებებს, რათა ჩვენი საზოგადოებები უფრო თავისუფალი და წარმატებული გახდეს. გვჯერა ისეთი მთავრობის, რომელიც ხალხს მოემსახურება.
ჩვენი უწმინდესი პრინციპია ის, რომ სახელმწიფოს ძალაუფლება მისსავე მოქალაქეებში მდგომარეობს და არავინ დგას კანონზე მაღლა.
ეს ფასეულობები, რაც რევოლუციის მთავარი არსი იყო, აერთიანებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს.
ჩვენ გვაერთიანებს რწმენა და მისწრაფება, ჩამოვაყალიბოთ უფრო თავისუფალი და აყვავებული საზოგადოება.
ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდეს.
ჩემი ვაშინგტონში ჩამოსვლის მიზანიც, სწორედ, ეს არის.
მათ, ვისაც ჰგონია, რომ რევოლუციას მალულად განსაკუთრებული ამერიკული ინტერესები მართავდა, მსურს ვუთხრა, რომ მათ ქართული კულტურა და ღირებულებები არ ესმით.
თავისუფლება და დემოკრატია არ იქმნება გრანტებით და სესხებით.
ეს ღირებულებები დახმარების პროგრამისა და მოლაპარაკების პროდუქტი არ არის.
სანამ უანგარო დახმარება ჩვენი ნიჭის, შესაძლებლობის ასამაღლებლად და წარმოსაჩენად ხორციელდებოდა, ეს ძალიან კარგად კეთდებოდა - ყოველივე შესანიშნავად აირეკლა ჩვენს კულტურასა და თვითმყოფადობაზე.
სწორედ ამან მოგვცა საშუალება მიგვეღწია წარმატებებისთვის.
მჯერა, რომ პროგრამები, მათ შორის, წვრთნა და აღჭურვა იმიტომ იყო წარმატებული, რადგან ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ.
საქართველოს წვლილი შეაქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ავღანეთსა და ერაყში. მზად არის უფრო მეტიც გააკეთოს.
იყო ქართველი, ნიშნავს იყო დემოკრატიული ერების ოჯახის ნაწილი ევროპელი და ამერიკელი მეგობრებისა და პარტნიორების თანადგომით.
საქართველოს გამოწვევების პირისპირ
როგორც კი საქართველოს შეხედავ, მაშინვე მიხვდები, რომ იგი განლაგებულია იმ გამოწვევების წინახაზზე, რაც ურთიერთკავშირში მყოფ ევროპასა და მსოფლიოს გააჩნია.
ჩვენ ისეთი მეზობლები გვყავს, რომლებიც შეიცავენ უამრავ გეო-პოლიტიკურ და გეო-სტრატეგიულ მუქარას.
ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც რეფორმებსა და რეკონსტრუქციებს ეროვნული უსაფრთხოების იმპერატივია.
ჩვენ უზარმაზარი შესაძლებლობების ზღვარზე ვართ - შესაძლებლობის, რომელიც დაეხმარება მსოფლიოს გლობალურ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარებასა და სრულიად ახალი ბაზრის შექმნაში.
ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში ძალღონეს არ დავიშურებ ამ შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.
თანაც ისე, რომ საქართველომ დაიბრუნოს მისი კუთვნილი ადგილი დემოკრატიული ერების თანამეგობრობაში.
ასე, რომ საქართველო აყვავდება.
ამერიკელი სენატორის ნელსონის სიტყვებიდან - საქართველო სუფთა ჰაერია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც თავისუფლება უყვარს ნათელია, რომ ვაშინგტონში საქართველოს ყოველთვის სწორედ ასე მიიღებენ.
რა არის სპეციფიკური გამოწვევები
ეს არის მმართველობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური რეფორმები.
სამივე სეტორში რეფორმის გადატარებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ.
მმართველობის რეფორმის პირველი ნაბიჯი - ნიმუში საქართველოსა და რეგიონისთვის"
ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ კორუფცია ყველა ფორმით,
უნდა შევქმნათ მთავრობა უფრო ეფექტური და პასუხისმგებლობით აღსავსე, მაგრამ როგორ;
ბიუროკრატიის შემცირებით.
მთავრობის შემცირებით და პროფესიონალიზმისა და გამჭვირვალეობის გაზრდით.
სამოქალაქო სამსახურების რეფორმით.
რეალური ხელფასების გაცემით, ახალი სტანდარტების შექმნით და კანონის გაძლიერებით.
ამ ნაბიჯებს გამბედაობა და ძლიერი პოლიტიკური ნება სჭირდება.
საზოგადოების მხარდაჭერით წინ უნდა წავიდეთ.
მთელი რეგიონი თვალყურს გვადევნებს და იმედი მაქვს, რომ დასახულ მიზნებს წარმატებით მივაღწევთ.
საქართველო წარმატებით გაართმევს თავს იმ ამოცანების განხორციელებას, რასაც მთავრობის გაძლიერება ჰქვია - ეს კარგი მმართველობის მოდელის შექმნაა - ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დადებითი ცვლილებები შევიტანოთ რეგიონში მთლიანად.
მაგრამ არა რევოლუციის ექსპორტით, რადგან ამ
შემთხვევაში რევოლუცია ვერაფერს გახდება.
საკმარისია დემოკრატიისა და სტაბილურობის მაგალითი.
ადამიანების კეთილდღეობა და ღირსება სავსებით შესაძლებელია და რეალური იმ რეგიონში, რომელიც აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აღმოსავლეთს.
თუ საქართველო წარმატებულია, რეგიონიც წარმატებულია.
ის, რაც მისაღებია საქართველოსთვის, მისაღებია ევროპისთვის, ამერიკისთვის და რეგიონის 400 მილიონი მოსახლისთვისაც.
მეორე ნაბიჯი არის რეფორმა უსაფრთხოების სფეროში - როგორ უნდა იყოს საქართველოს ძლიერი და სტაბილური: ჩვენ ვგეგმავთ საზოგადოებრივ კონტროლს ყველა ძალოვან სამინისტროზე.
ჩვენ რეალურად უნდა გავხდეთ თავდაცვისუნარიანი. მყარი სატაბილურობისათვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით უნდა აღვადგინოთ - რევოლუციამ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია დიდი ცვლილებების გამხორციელება ძალადობის გარეშე.
ეს ნიშნავს აუცილებელი ნაბიჯები გადავდგათ და შევქმნათ საჭირო პირობები აფხაზეთის დასაბრუნებლად მშვიდობიანი გზით.
აფხაზეთში დაბრუნებას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დრო და დიდი ძალისხმევა დაჭირდება.
ჩემი მთავრობა და თავად მე ამ საკითხის მოგვარებას უმთავრეს პრიორიტეტად მივიჩნევთ.
ჩვენ ისეთი საქართველო უნდა შევქმნათ, რომ ყველა მოქალაქეს სურდეს ამ ქვეყნის ნაწილი გახდეს და აქ იცხოვროს.
აქ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კარგი ურთიერთობის აღდგენა ჩვენს მეზობლებთან - უწინარესად რუსეთთან.
რუსეთი განსაკუთრებულია ჩვენთვის ისტორიულად, მაგრამ ბოლო წლებში ამ ურთიერთობას საუკეთესოს ვერ ვუწოდებდი.
ეს ქვეყანა საქართველოსთვის განსაკუთრებულია თავისი დიდი ბაზრით და რუსეთს შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონალური სტაბილიზაციის საქმეში.
მოსკოვში ჩემი ვიზიტის შემდეგ გამოიკვეთა ჩვენი ურთიერთობის ახალი და დადებითი ტენდენცია - პრაგმატიზმზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო ინტერესების გათვალისწინებით.
მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვლება - მაგრამ ნათლად ვხედავ, რომ ახალი და დადებითი ურთიერთობისთვის კარი ღიაა.
საქართველო მზად არის რუსეთთან თანამშრომლობისთვის და ურთიერთობის განმტკიცებისთვის პირველ ნაბიჯსაც გადავდგამთ.
რამდენადაც საქართველოს რეგიონში ლეგიტიმური ინტერესები აქვს და ასევე რუსეთსაც - საზღვრის დაცვა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ეკონომიკური აღმავლობა, რამდენადაც რუსეთი პატივს ცემს ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს, რამდენადაც მას ნაკისრი აქვს საერთაშორისო ვალდებულება გაიყვანოს საქართველოდან ბაზები, რამდენადაც იგი აცნობიერებს იმას, რომ ჩვენ არ და ვერ გავხდებით ორ ზესახელმწიფოს შორის ბრძოლის პოლიგონი,
მე მზად ვარ ახალი ეპოქისთვის.
მწამს, რომ ბატონ პუტინს ესმის ეს და ემზადება კიდეც იმ ჯანსაღი ურთიერთობის გასაგრძელებლად, რომელსაც მოსკოვში ჩემი ვიზიტის დროს ჩავუყარეთ საფუძველი.
მეც, ჩემის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ ამ კონტაქტების განვითარებისთვის.
საქართველო თავის პარტნიორებს სტაბილურობისა და მყარი უსაფრთხოების განსამტკიცებლად იწვევს სათანამშრომლოდ.
შემდეგი ნაბიჯი ეკონომიკური რეფორმაა.
რა არის გასაკეთებელი უწინარეს ყოვლისა;
უპირველესი ამოცანაა ინვესტორებისათვის სტაბილური გარემოსა და ხელსაყრელი პირობების შექმნა.
როგორ;
სადაგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციით, კორუფციის აღმოფხვრით და ინვესტორებისა და ბიზნესმენებისათვის პერსონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფით.
ისეთი დარგების განვითარებით, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ღვინის წარმოება, ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა და სხვა, ასევე, რეგიონალური ბაზრების ათვისებით..
გვჭირდება: ახალი წყაროები საწარმოების დასაფინანსებლად, ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ასევე ახალი საზოგადოებრივი და კერძო ურთიერთობის განვითარება.
შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აშენდეს ენერგოდერეფანი - საქართველო კი ამ დერეფნის ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე უნდა იყოს.
ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა შევასრულოთ ჩვენი ნაკისრი ვალდებულებები "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა" და სამხრეთ კავკასიის ნავთობსადენებისათვის, რომლებიც სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტია. რეგიონში ენერგეტიკულ პროექტს არა მარტო ეკონომიკური დატვირთვა აქვს, არამედ ის წარმოადგენს საზოგადოებრივი განვითარების, რეგიონალური ინტეგრაციისა და მშვიდობის შენარჩუნების კონკრეტულ საშუალებას.
საქართველო და მეც ვამაყობთ, რომ ამ პროცესებში ჩვენი წვლილი შეგვაქვს. ჩემთვის ნათელია ერთი რამ - საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის ჩადებული ინვესტიცია, საქართველოს მომავლისთვის ჩადებული ინვესტიციაა.
ჩემი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება, საქართველოს ხელისუფლებას გააძლიერებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში სტაბილურობის განამტკიცებასა და უსაფრთხოების შენრჩუნებას.
ეს დააფიქრებს სეპარატისტებს საკუთარი მომავალი საქართველოს ფარგლებში ეძებონ.
შედეგები...
ყოველთვის მჯეროდა, რომ სიტყვა საქმით ფასობს.
მხოლოდ 100 დღის შემდეგ შევიგრძენით, რომ სკეპტიკოსები დავამარცხეთ და მივაღწიეთ რამდენიმე შთამბეჭდავ წარმატებას.
გადასახადებით შემოსავალი გაიზარდა, რამდენიმე ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი დავაკავეთ და პასუხისგებაშიც მივეცით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობა აღვადგინეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კომპეტენტური და პროგრესული მთავრობა ჩამოყალიბდა.
ჩვენ ვიცით, რომ მოლოდინი ძალზე დიდია.
თუმცა, ისიც ვიცით, რომ დრო და დრო შეცდომებსაც დავუშვებთ, მაგრამ ამ შეცდომებზე ბევრს ვისწავლით კიდეც.
წარსულში საქართველო იყო ქვეყანა, სადაც არც ხემძღვანელობას და არც ხალხს მომავლის არ სჯეროდა.
მწამს, რომ იმედი გავამართლეთ.
მწამს, რომ ეს განწყობა უახლოეს მომავალში დადებითით შეიცვლება.
მწამს, რომ შევძლებთ ერისა და მთელი რეგიონის გარდაქმნას.
ერთობლივი მიმართვა
ხვალ პრეზიდენტ ბუშს და მის გუნდს ვხვდები და მათაც ვამცნობ, თუ როგორ სერიოზულად ვებრძვით საქართველოში კორუფციას.
თუ რამდენად სერიოზულად ვეკიდებით ქვეყანაში თავდაცვისა და უშუშროების სტრუქტურების რეფორმირებას.
თუ რამდენად სერიოზულად უდგება საქართველო ნატოში და ევროკავშირში გაწევრების საკითხს.
რამდენად სეროზულად ცდილობს თავისი ეკონომიკის წამოწევას.
ასევე, რამდენად სრული პაუხისმგებლობით ეკიდება ჩვენი ქვეყანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გავრცელების საკითხს.
ძალიან კარგად ვიცით, რომ ქვეყნის აღმშენებლობა რომანტიკა არ არის და ჩვენ ამ საქმეს მთელი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.
ამისათვის ჩვენ კონკრეტული ქმედებები დაგვჭირდება, რასაც უდავოდ სასურველი შედეგი მოყვება.
მჯერა, რომ იმედებს არ გავაცრუებთ და წარმატებებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ.
დღეს საქართველოში განსაკუთრებულ შესაძლებლობათა ფანჯარა გაიხსნა.
ეს უნიკალური მომენტია.
ჩვენი დადებითი მაგალითით, მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველობა დადებითად დაიმუხტა.
და ვიდრე ეს შესაძლებლობათა ფანჯარა გახსნილია, წარმატებისათვის ერთობლივი ძალისხმევა გვჭირდება, ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ, კი, ამერიკისა.
მოგმართავთ ყველას, დაგვეხმაროთ ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებაში, ვინაიდან მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ გავამყაროთ სტაბილურობა და დემოკრატია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და გეო-სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში.
ეს კი მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვისაც.
ამერიკასთან თანამშრომლობით საქართველოს დიდი სარგებელი მიუღია და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თანამშრომლობა უფრო მჭიდრო და კიდევ უფრო შედეგიანი იქნება.
საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორი ქვეყნები არიან.
ჩვენ მოკავშირეები და მეგობრები ვართ.
საქართველოსთვის, ევროპისთვის და მთელი რეგიონისთვის ერთად, ღიად და პატიოსნად მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ უფრო ნათელი, უსაფრთხო და აყვავებული მომავალი.
დიდი მადლობა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური