Google+

სიახლეები

20.01.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ენეთმეცნიერების ხელნაწერთა ინსტიტუტში

მოგესალმებით!

ენათმეცნიერების ხელნაწერთა ინსტიტუტს საქართველოსათვის სამეცნიერო და კულტურული მნიშვნელობა აქვს.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ენათმეცნიერების ხელნაწერთა ინსტიტუტი საქართველოში ყველაზე უნიკალური სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც ქართველი ერის მთავარი საგანძური ინახება, რითაც ჩვენ მსოფლიოს გაკვირვება შეგვიძლია.

ამ ინსტიტუტში მეხუთე საუკუნის ხელნაწერებიდან დაწყებული, დამთავრებული აღორძინების ხანის, ევროპაში ანალოგიის არმქონე ხელნაწერები ინახება, ისევე როგორც უძველესი ებრაული, არაბული ბიზანტიური და ყველა სხვა ეპოქის სამეცნიერო საგანძური.

ჩვენთვის მეცნიერების მზარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია.

მე მეცნიერების ოჯახიდან ვარ და კარგად ვიცი, რას ნიშნავს სამენიერო შრომის დაფასება და არდაფასება.

ჩვენ მეცნიერული კვლევების დაფინანსებას ყოველწლიურად ვზრდით. სამწუხაროდ, მეცნიერები საარსებო მინიმუმის ტოლ ხელფასს არ იღებენ. ეს სახელმწიფოს ბრალი არ არის, ეს მეცნიერებათა აკადემიის ერთი ნაწილის საბოტაჟის ბრალია.

იმ წუთიდანვე, როგორც კი ინსტიტუტები დაფუძნდება, როგორც საჯარო სამართლის პირი, ჩემი განკარგულების საფუძველზე მთელ სისტემაში საარსებო მინიმუმი იქნება 115 ლარი.

ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა და ამის ბიუჯეტი არსებობს.

ჩვენ თითოეულ კონკრეტულ თემაზე სამეცნიერო კვლევების დაფინანსების ზრდას ვვარაუდობთ, ამასთან ერთად უნდა შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო.

ის მეცნიერები, რომლებიც ჯანმრთელობის გამო აკადემიას დატოვებენ, სახელმწიფოსაგან ხუთი წლის განმავლობაში დამატებით სტიპენდიას მიიღებენ, ვინაიდან მე კარგად მესმის, თუ რა კატეგორიის ხალხზე ვსაუბრობ.

უმაღლესი განათლების სისტემასთან ინტეგრაცია უნდა გაგრძელდეს, უნდა მოხდეს ცხოვრებასთან დაახლოება. ამის გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ გვსურს მსოფლიოს ხელნაწერები ვაჩვენოთ.

ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება ენეთმეცნიერების ხელნაწერთა ინსტიტუტის ბაზის აღდგენის და გაუმჯობესების თაობაზე. არ შეიძლება ამ ინსტიტუტში ასეთი სიცივე იყოს, ამას ჩვენ მივხედავთ.

ქალაქის ცენტრში ამ ინსტიტუტის ფილიალი შეიქმნება, სადაც ხელნაწერები გამოიფინება და სამეცნიერო მუშაობის სრული შესაძლებლობა იქნება.

თბილისში ახალი, თანამედროვე და ლამაზი მუზეუმი აშენდება, რისთვისაც თანხას გამოვნახავთ, ჩვენთვის კულტურა და მემკვიდრეობა ყველაზე მაღალ ადგილას დგას, ვინც არ უნდა ისაუბროს რომ გაჭირვებაა და შენობების აღდგენის დრო არ არის, ჩვენ ამას გავაკეთებთ, სანამ მე ამ თემაზე რამე მეკითხება.

მინდა ხელი მოვაწერო პრეზიდენტის განკარგულებას, რათა ინსტიტუტის ფუნქციონირება და მატერიალური ბაზის გაუმჯობესება მოხდეს.

შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად, ერთი წლის ვადაში ქალაქის ცენტრში ინსტიტუტის ფილიალის მშენებლობა დაიწყება და ძირითადი სამუშაობი დასრულდება, სადაც საგანძურის ექსპონირებისათვის და შენახვისთვის საჭირო უმაღლესი დონის აპარატურით აღჭურვილი საგამოფენო დარბაზები და კვლევითი ცენტრი განთავსდება, ეს ბევრად მეტი უცხოელის და თანხების მოზიდვის საშუალებას მოგვცემს.

კომუნიტების და წინა ხელისუფლების დროს ამ მუზეუმებს სარდაფებში ალპოდნენ, რთულ პირობებში ამ საგანძურის შენახვის გამო, თითოეულ თქვენთაგანს მადლობას მოვახსენებ.

ზურაბ ჟვანიას დიდი სურვილი იყო ქალაქის ცენტრში ენეთმეცნიერების ინსტიტუტს ჰქონოდა შესაბამისი ფართობი, მე გაძლევთ პირობას, რომ უნათმეცნიერების ხელნაწერთა ინსტიტუტის სამეცნიერო ფილიალი ერთ-ერთი ლამაზი შენობა იქნება, მე ამ პირობას, როგორც ყველაფერს დანარჩენს შევასრულებ, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი რაც ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ მინდა დავტოვო, ეს ქართული მეცნიერების და კულტურის პოპულარიზაციის და დაფასების არნახული დონეა.

ეს ჩემი ამბიციაა და ამას ჩვენ ერთად მივაღწევთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)