Google+

სიახლეები

24.02.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა

საქართველოში ფრინველის გრიპის შემოსვლასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრებთან ერთად, აჭარაში იმყოფებოდა.

ევროპის რუკაზე, ევროპის ბევრ სხვა სახელმწიფოსთან ერთად, საქართველო დაფიქსირდა, როგორც ამ საშიში დაავადების კერა.

ჯერ-ჯერობით ვირუსის შემთხვევები აჭარაში და ფოთთან გამოვლინდა, თუმცა ეს საბოლოოდ დადასტურებული არ არის.

რამდენადაც მესმის, ადამიანთა სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობას უშუალო საფრთხე არ ემუქრება.

ეს გრიპი მთელ ევროპაშია მოდებული და მთავარი რისკი იმაში მდგომარეობს, რომ ველური ფრინველებიდან ვირუსი შინაურ ფრინველს არ გადაედოს, ხოლო თუ ეს მაინც მოხდება, მთავარია შინაურ ფრინველთან ადამიანთა ურთიერთობისას, სიფრთხილის ნორმები იყოს დაცული - ეს, განსაკუთრებით, ბავშვებს ეხება.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ინფორმირების კამპანია გავააქტიუროთ, რათა ხალხი შინაურ ფრინველს კარგად დააკვირდეს.

ამავე დროს, ნადირობა უნდა შეწყდეს და შეწყვეტილია კიდეც, ეს მკაცრად უნდა გავაკონტროლოთ და თუ ვინმე მაინც ინადირებს - დავაჯარიმოთ.

რაც შეეხება შინაურ ფრინველს, ყველამ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

სანიტარული ნორმების დაცვის შემთხვევაში, პრინციპში, საშიში არაფერია.

ამ ეტაპზე, ყველგან, სადაც ვირუსი ადამიანზე გადავიდა, იმის გამო მოხდა, რომ მათ ელემენტარული სანიტარული ნორმები არ დაიცვეს.

ჩვენ უკვე შემოტანილი გვაქვს პრეპარატის "ტამიფლუ" 2000 დოზა, ხოლო ორშაბათს წამლის კიდევ 2000 დოზა შემოვა, რაც გართულების შემთხვევაში უკვე სრულიად საკმარისია.

თუმცა, ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რათა საქართველოც იმ ევროპულ ქვეყნებს შორის იყოს, სადაც ვირუსის ადამიანზე გადადების შემთხვევები არ მომხდარა.

ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, ხორვატია, რუმინეთი, უნგრეთი და სხვა, თურქეთში კი ასეთი შემთხვევები მხოლოდ სანიტარული ნორმების დაუცველობით მოხდა.

ჩვენ ამ ვირუსს ძალზე კარგად ორგანიზებული დავხვდით - შემოვიტანეთ საკმარისი სანიტარული და სადეზინფექციო აპარატურა, საჭირო სპეც-ტანსაცმელი და წამლები, დანარჩენი კი საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

ჯერ-ჯერობით ზედმეტი ნერვიულობის საფუძველი არ გაგვაჩნია, მაგრამ "სიფრთხილეს თავი არ სტკივა".

ყველამ ისევე ორგანიზებულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, როგორც აქამდე.

კარგია, რომ აჭარაში საგანგებო შტაბს სათავეში ლევან ვაშალომიძე ჩაუდგა, ხოლო სამეგრელოში - რეგიონის გუბერნატორი ზაზა გოროზია.

მთავარია, რომ ხალხი ყურადღებით იყოს და ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს დააკვირდეს, მაშინ ყველაფერს, ზედმეტი გართულების გარეშე, ავიცილებთ თავიდან.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)