Google+

სიახლეები

11.09.2006
საქართველოს პრეზიდენტმა გლდანში „ვარდების რევოლუციის“ სახელობის სკვერი გახსნა

მოგესალმებით!

იქ, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით იყო საძოვარი, რომელიც გლდანის რაიონის ყოფილ გამგებელს ღორების საძოვრად ჰქონდა დაპრივატებული.

მას ეს ეს ადგილი ჩამოერთვა და პარკის სახით გლდანელებს და ქართველ ხალხს გადაეცა. პარკს გონებამახვილურად ვარდების რევოლუცია ეწოდება, რომელმაც კორუმპირებულ სისტემას წერტილი დაუსვა.

დღეს საქართველოს ხელისუფლება ინიშნება და კონტროლირდება ხალხის მიერ.

დღეს ჩვენ ადგილობრივ წინასაარჩევნო კამპანიას ვიწყებთ.

მინდა გითხრათ, რომ თუ აქამდე თბილისის მართვაზე პასუხისმგებლობა ცენტრალურ ხელისუფლებას ჰქონდა აღებული, 5 ოქტომბრიდან საკუთარი დასახლებული პუნქტის მართვაზე თითოეული ქართველი აიღებს პასუხისმგელობას. ეს სრულიად ახალი ეტაპია.

მთელი წელი საუბრობდნენ, რომ სააკაშილმა მერის არჩევნები გააუქმა.

5 ოქტომბერს აირჩევენ მერს, გამგებელს და იმ ხალხს, ვინც საქართველო უნდა მართოს. მთელი წელი საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ თუ საარჩევნო კანონი ძალაში დარჩებოდა, არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებდნენ.

დღეს კი, კანდიდატების გრძელი რიგი დგას, ბოლოს ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

თქვენ ყველანი თბილისელები ხართ. მინდა მივმართო არა მარტო თბილისელებს, არამედ მთელ საქართველოს.

თბილისი არასოდეს ყოფილა ასეთი ლამაზი, ეს ყველაფრის დასაწყისია. ამდენი სკოლა არასდროს გარემონტებულა, ამდენი დასასვენებელი ადგილი, ასეთი გზები არასოდეს გვქონია, ესეც დასაწყისია.

მე საგანგებოდ მოვედი გლდანში. თბილისის ცენტრი ასეთი ლამაზი არასდროს არ ყოფილა, როგორიც დღეს არის. თქვენ იცით, რომ თბილისი მხოლოდ თბილისის ცენტრი არ არის, თბილისი ეს არის გარე უბნებიც, სადაც საუკეთესო ხალხი ცხოვრობს. საქართველო არა მხოლოდ თბილისი და მისი ცენტრი არ არის, საქართველო არის ქუთაისი, ლაგოდეხი, სენაკი, შუახევის რაიონი, ოზურგეთი, ბათუმი, ზემო და ქვემო აფხაზეთი, ცხინვალი, ჯავა, ზუგდიდი და ყველა სხვა დასახლებული პუნქტი.

აქ წლების განმავლობაში არცერთი თანამდებობის პირი არ მოდიოდა, მათ არ ადარდებდათ, როგორ ცხოვრობდა ხალხი. დღევანდელი ხელისუფლება კი, თქვენი ბედით დაინტერესებულია.

საქართველო მხოლოდ პარკები, ქუჩები, სკოლები და საავადმყოფოები არ არის.

ჩვენი მიზანია ის, რომ ხალხმა ლამაზად იცხოვროს. ამისთვის მოძრაობა დავიწყეთ.

ის, რაც საქართველოში აქამდე გაკეთდა, არის იმის 10 პროცენტი, რაც გასაკეთებელია.

თუ თქვენ გინდათ, რომ ცინიზმმა და გულგრილობამ არ გაიმარჯვოს, 5 ოქტომბერს ნუ დარჩებით სახლში, თუ გინდათ უკეთესი პენსიები, ჩვენი შვილების უკეთესი განათლება და მომავალი 5 ოქტომბერს ნუ დარჩებით სახლში.

ზეცისკენ წასული საქართველოს ჩამოგდება უნდოდათ ტყვიამფრქვევით, ეს არ გუმოუვიდათ.

ჩვენ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, რომ არჩევნები კარგად ჩავატარეთ.

მე მაქვს თქვენი სიბრძნის, განსჯის იმედი. ქართველმა ხალხმა შავის და თეთრის გარჩევა კარგად იცის.

მინდა ყველას გითხრათ - ჩვენ კანდიდატები მთელ საქართველოში გვყავს. მე და ქალბატონი ნინო აქ იმისათვის არ მოვსულვართ, რომ როგორც მშობლებს ჩვენი პირმშო მოგვეყვანა. ყველა ვინც მართავს საქართველოს დიდი აღმშენებლობის საქმეში, მათი პარტნიორები ვართ. გლდანელებს, რომლებიც ხმას მისცემენ მე-5 ნომერს, ხმას აძლევენ გიგი უგულავას, ხმას აძლევენ საქართველოს პროგრესს და გამთლიანებას.

ადრე თუ გვიან, ეს პროგრესი ყველგან დაიწყო და საქართველოს ყველა კუთხეში მივა.

მინდა გავაგრძელო ამ პარკის ისტორია, ამ ტერიტორიის გაგრძელებაც ასევე ვიღაცას აქვს დაპრივატებული, მე ვაძლევ დავალებას გიგი უგულავას - ჩამოართვას მას ეს ტერიტორია, პარკი გადიდდეს სამჯერ, და მოხდეს ამ ტერიტორიის გამწვანება. ხვალ დილიდან, ეს ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებას დაუბრუნდეს.

დღეს აქ მოვიდა ათასობით ადამიანი. 5 ოქტომბერს ზუსტად ვიცი რა შედეგით დამთავრდება ადგილობრივი არჩევნები. წინასწარ ვიცი, ყოველგვარი გაყალბების გარეშე, 2006 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში ქართველი ხალხი, საქართველოს აღმშენებლობის და გამთლიანების და მომავალის იდეა გაიმარჯვებს, რაშიც თქვენ მიიღებთ მონაწლეობას. ჩვენ ვერავენ ვერ შეგვაჩერებს,ვერ შეაჩერებს ჩვენს ლტოლვას საქართველოს გამთლიანების თაობაზე. თვენ ვერავინ ვერ აგაღებინებთ ხელს იმაზე, რაც არის ჩვენი წმინდათაწმინდა ოცნება - ჩვენი შვილების უკეთეი, ლამაზი ბედნიერი მომავალი.

მადლობა ამ ადგილის აღმშენებლებს!

მადლობა მთელ საქართველოს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)