Google+

სიახლეები

15.02.2010
საქართველოს პრეზიდენტმა კანადაში მიმდინარე ოლიმპიადას ჰუმანურობის უდიდესი ზეიმი უწოდა

ვანკუვერში ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა კანადაში მიმდინარე ოლიმპიადას ჰუმანურობის უდიდესი ზეიმი უწოდა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქალაქში ჰუმანურობის დიდი სულისკვეთება იგრძნობა, რაც შესაძლოა, კონკრეტულ სპორტულ მიღწევებზე მეტი იყოს.

მან აღფრთოვანება გამოთქვა იმის გამო, რომ მთელი ქვეყანა გაერთიანებულია ოლიმპიადის იდეის გარშემო და მადლობა გადაუხადა კანადელ ხალხს საქართველოს მიმართ მათი თბილი დამოკიდებულებისა და მხარდაჭერისათვის.

ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და კანადელ ხალხს ქართული საზოგადოების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

"ნოდარ ქუმარიტაშვილი სწრაფად პროგრესირებადი სპორტსმენი იყო. შედეგები, რომელიც მან აჩვენა, საკმაოდ მაღალი იყო და ეს მისი პირადი კვალიფიკაციის დამსახურება გახლდათ. ის აქ ჩამოვიდა შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად. ის აქ ადრეც ყოფილა და ინტენსიურად ვარჯიშობდა ევროპის ქვეყნებში, ამიტომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ ტრაგედია გამოცდილების ნაკლებობის გამო მოხდა. ეს ნამდვილად ტრაგედიაა, მაგრამ ამის მიზეზად გამოცდილების არქონას ვერ დავასახელებთ. ეს შეიძლება ყველას დაემართოს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში ეს გამოვრიცხოთ. ჩვენ სათანადო პატივს მივაგებთ ნოდარის ხსოვნას და ავაშენებთ ახალ ტრასას მის სახელზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)