Google+

სიახლეები

27.02.2010
მიხეილ სააკაშვილი სერჟ სარგსიანის ბათუმში შეხვდა

საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი იმყოფება. მიხეილ სააკაშვილმა სომეხ კოლეგას აჭარაში დაგეგმილი პროექტების ფოტო-გამოფენა ბათუმის ევროპის მოედანზე დაათვალიერებინა.

სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ ბათუმისა და აჭარის ცვლილების შესახებ ბევრი რამ სმენია, თუმცა ნანახმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

"ბათუმზე ბევრი მსმენია, მაგრამ იმან, რაც ვნახე მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ მართლაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. საქართველოს პრობლემები სოხეთის პრობლემაცაა. ერთად თუ ვიქნებით, ყველა წინააღდეგობას გადავლახავთ.ეს ურთიერთობები ასეთად სამუდამოდ დარჩება."-განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ აჭარის კურირტებზე ზაფხულობით უამრავი სომეხი ტურისტი ისვენებს.

"მინდა მივესალმო ჩემს და სააქართველოს დიდ მეგობარს,სომხეთის პრეზიდენტს. საქართველოსა და სომხეთს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. ჩვენ ყოველთვის გვიხარია მეზობლის წარმატება და ყოველთვის გული გვტკივა პრობლემებზე.

ასევე რეაგირებენ ისინი ჩვენს წარმატებებსა და პრობლემებზე.ორ ქვეყანას შორის ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა აქამდე არასდროს ყოფილა. ეს არამარტო ჩვენი პრეზიდენტების, არამედ ჩვენი ხალხის დამსახურებაა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ერთად გადავლახოთ წინააღმდეგობები. ამ ქალაქში ძალიან ბევრი სომეხი დამსვენებელი ჩამოდის. ბათუმში ძალიან ბევრი ადგილობრივი სომეხი მაცხოვრებელია. აქ სომხური ეკლესიაც არის.სერჟის აქ ყოფნა ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. დიდი სითბოთი ვიხსენებ სომხეთში ჩემს ბოლო ვიზიტს." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა ბათუმის შემდეგ ქობულეშთი გადაინაცვლეს. მიხეილ სააკაშვილისა და სერჟ სარგსიანის არაფორმალური შეხვედრა "ჯორჯიან პალასში" გაიმართა. ორი ქვეყნის პრეზიდენტემა მეზობელი სახელმწიფოების ურთიერთობებზე ისაუბრეს. პრეზიდენტებმა შეხვედრის დეტალებზე სასტუმროს ეზოში ისაუბრეს

"სომხეთის პრეზიდენტი ძალიან მამაცი ადმაიანია. ბევრ საკითხთან დაკავშირებითის ის მე დიდ იმედს მაძლევს. შევთანხმდით, რომ ჩვენი ეკონომიკების ინტეგრირება უნდა მოვახდინოთ.

მეტი უნდა ვიმუშაოთ ჩვენი ერების დასაახლოებლად. ჩვენი შეხვედრები ინტენსიურ ხასიათს შეიძენს, ჩვენ პატარა ქვეყნები ვართ, მაგრამ ერთმანეთს ვჭირდებით. ვალდებული ვართ ორი ქვეყნის დამოკიდებულება ჩვენთვის სასიკეთოდ ვაქციოთ. დიდ წარმატებას ვუსურვებთ სომხეთს."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ძალიან გახარებული ვარ ამ შეხვედრით. გაკვირვებული ვარ, რომ ასეთ მოკლე დროში დიდი საქმეები კეთდება. ჩვენ უფრო ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ ერთად, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ინტეგრაციის პროცესზე. დარწმუნებული ვარ ეს წელი, ორი ქვეყნის ურთიერთობაში გარდამტეხი იქნება", - განაცხადა სერჟ სარგსიანმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)