Google+

სიახლეები

31.01.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის სხდომას დაესწრო

მოგესალმებით!

დღეს ჩვენი საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხები გვაქვს განსახილველი.

პირველი საკითხი გაზთან დაკავშირებული თემაა.

საქართველო ბუნებრივი გაზით, ჯერჯერობით, ორი წყაროდან - აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან მარაგდება.

რუსულ გაზს პოლიტიკურ ფასად - 235 დოლარად ვიღებთ.

სრულიად ნათელია, თუ რა არის ამ გაბერილი პოლიტიკური ფასის მიზანი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი გათვლილია მოსახლეობისთვის დარტყმის მისაყენებლად, მთავრობამ ამის ეფექტის შესამცირებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

ზამთარში, სოციალურად დაუცველთათვის განსაკუთრებით მძიმე თვეებში, გაზის ფასი არ უნდა გავზარდოთ.

ენეგრგეტიკის სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა ენერგობაზაში იაფი გაზის წილი გაიზარდოს და თბოელექტროსადგურებზე მაქსიმალურად ნაკლები გაზი დაიწვას.

მეორე საკითხი - თქვენ იცით, რომ ამ დღეებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის და თანამდებობის პირთა მიერ აპარატის შენახვის საკითხს დავუბრუნდი .

ეს ფაქტი დემოკრატიის ჯანსაღი გამოვლინებაა.

იმ თანამდეობოს პირებმა, ვისაც ეს შეცდომა მოუვიდა, დაკავებული თანამდებობდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს.

პირადად მე ამას ვაფასებ, რადგან ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონდეს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს ისიც, რომ გარკვეული კრიტერიუმები მთავრობამაც უნდა დაადგინოს.

ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი პირობები, რომელიც თანამდებობის პირებს ფუნქციონირების საშუალებას მისცემს, ისინი უნდა გადაადგილდნენ, უნდა ისხდნენ ნორმალურ კაბინეტებში, მაგრამ არა ფუფუნებით მოწყობილში.

ეს კრიტერიუმები რეკომენდაციებისა და პირდაპირი მითითებების სახითაც უნდა დავადგონოთ.

პრემიერ-მინისტრს ვავალებ კონტროლზე აიყვანოს ამ კრიტერიუმების დადგენა, რათა შემდგომში არ დაისვას კითხვები იმის თაობაზე, რა არის მისაღები და რა არა.

პირობები უნდა შევქმნათ, რომ სახელმწიფო მოხელეები საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ ექცნენ, რადგან მათი მთავარი მოვალეობაა საზოგადოებას მოემსახურონ და საკუთარი კომფორტი უკანა პლანზე დააყენონ.

მესამე საკითხი - თამარაშენში ცენტრის მოწყობა.

მე ვიყავი თამარაშენში და ქურთაში; იქ ხშირად ვაპირებ ჩასვლას.

ამ ხალხის ცხოვრება და საქმიანობა ხშირ შემთხვევაში გმირობის ტოლფასია.

მათ სამოქალაქო კონფლიქტის ს უმძიმეს წლებში, ყველანაირ გამოწვევას გაუძლეს და სიმტკიცის მაგალითები გვიჩვენეს.

მინდა ვთხოვო მთავრობას, რომ გაითვალისწინოს იქაური მკაცრი კლიმატური პირობები, ისიც, რომ მოსახლეობას შემოვლითი გზებით უწევს სიარული და თიოთეულ ოჯახზე, ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით, ას-ასი ლარი გასცეს.

აქ სკოლების მშენებლობისა და განათების სამუშაოები, ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა გაგრძელდეს და ყოველივე ეს დათბობისთანავე უნდა დასრულდეს.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ დიდი და პატარა ლიახვის ხეობა განსაკუთრებულ კონტროლზე მექნება აყვანილი.

ეს არის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილია საქართველოსთვის. ჩვენ მათი, მათ კი ჩვენი განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა ამ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს და სიმშვიდის დარღვევის , სეპარატისტული ტენდეციების განვითარების და გაღრმავების სურვილი არავის გაუჩნდეს.

ასე რომ, ეს კარგი დასაწყისია.

მატერიალური დახმარების გაცემა ხვლიდანვე უნდა დაიწყოს.

ქურთაში საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ზაფხულში დასრულდება; სპორტული ობიექტების მშენებლობა აპრილის თვეში დამთავრდება, მასწავლებლებს კარგი პირობები უნდა შევუქმნათ და იქ მცხოვრებ რამდენიმე ათეულ ადამიანს მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ.

ჩვენ გვსურს, რომ შემოვლითი გზით თამარაშანიდან ერედვამდე უფასო ავტობუსი დავნიშნოთ, რათა ექსტრემალურ ვითარებაში ამ ხალხის გადაადგილება შესაძლებელი გახდეს.

სწორედ ამ განცხადებით მსურდა თქვენთვის მომემართა.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)