Google+

სიახლეები

17.10.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა

მოგესალმებით!

პირველ რიგში მინდა მივესალმო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ ახალ რეზოლუციას აფხაზეთის შესახებ.

ეს არის რეზოლუცია, რომელიც პირველად აფიქსირებს არა მხოლოდ დევნილთა დაბრუნების უფლებას აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, არამედ მათი საკუთრების უფლების შენარჩუნებას მიუხედავად იმისა, რომ ომის დასრლების შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი უცხოელი, (უცხოელები იქ მხოლოდ რუსეთის მოქალაქები არიან) რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიძენს ქონებას, არღვევს გარეოს უშიროების საბჭოს რეზოლუციას.

ეს სერიოზული დიპლომატიური წინსვლაა.

მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ეთნიკური წმენდის საბოლოო აღიარება, შესაბამისი სამართლებლრივი შედეგებით.

თუ შეამჩნიეთ ამ რეზოლუციაში აღარაფერი არ არის ნათქვამი განმუხური ბანაკზე, რადგან ჩვენ პრინციპრული პოზიცია დავიკავეთ.

ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ბანაკს იქიდან არსად არ გადავიტანთ. საბოლოოდ, პრინციპული პოზიცია იმარჯვებს.

ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ აუცილებელია კონფლიქტის პოლიტიურ გადაწყვეტა.

არავინ არ იოცნებოს, რომ საქართველოს მოქალაქეები ისევე როგორც ბერძნები, უკრაინელები, რუსები, ებრაელები, როდესმე ხელს აიღებენ საკუთარ ქონებასა და უფლებაზე იცხოვროს საკუთარ სამშობლოში - აფხაზეთში.

ეს ჩვენი პრინციპული პოზიცია და მიღწევაა, რომელიც ამ ეტაპზე აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მივიღეთ.

კონფლიქტს მოგვარებულად მივიჩნევთ მაშინ, როდესაც საქართველო მშვიდობიანად დაიბრუნებს ამ ტერიტორიას და აფხაზეთში მშვიდობა აღდგება.

მივესალმები ამ რეზოლუციის მიღების ფაქტს.

მიმაჩნია, რომ ჩვენ ბევრად მეტი მხარდაჭერა მივიღეთ, ვიდრე ოდესმე ჩვენი იტორიის განმავლობაში.

ახლა, რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

მეც ვუყურებს ტელევიზორს, მაქვს ინოფრმაცია, დავდივარ საქართველოს სახვადასხვა კუთხეში.

განსაკუთრებული კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ემბარგოს მიუხედავდ, რთველის შემდეგ კახეთში გაუყიდავი ყურძენი, პრაქტიკულად, აღარ დარჩა.

ეს იყო ყველაზე რეკორდული მოსავალი ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

სხვა ვითარებაში, სხვა მთავრობის პირობებში, დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებოდით, რომ ყურძენი არ გაყიდულიყო და დამპალიყო.

ყველამ ერთად, უპირველეს ყოვლისა, კახელმა მშრომელებმა მოვახერხეთ მთელი მოსავლის დაბინავება და გაყიდვა.

მოვახერხეთ ის, რომ კახეთში, ჩვეულებრივი ადამიანების ოჯახებში ძალიან ბევრი ფული შევიდა.

გუშინ კახეთში ვიყავი და ყველამ ერთად ვნახეთ როგორი გაცოცხლებულია თელავი, როგორ შენდება ყვარელი, როგორ აშენდა სიღნაღი, როგორ კეთდება საგარეჯო და იცვლება კახეთის სხვა რაიონები.

ვისურვებდი, რომ ყურძნის ფასი ერთი ათად გაიზარდოს, მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედია იქნებოდა ყურძნის არდაბინავება და ხალხს რომ წაგება ენახა.

პრაქტიკულად, მოგება ყველაგან აღინიშნა, კახეთში ასობით მილიონი ლარი შევიდა.

ეს არის საქართველოსა და კახეთის გამარჯვება რუსეთის ეკონომიკურ ემარგოზე და ზოგიერთის არცთუ კარგად გააზრებულ პროპაგანდაზე.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ მოვლენებს, დღეს და გუშინ ნინო ბურჯანაძესთან და ზოგიერ თქვენგანთან კონსულტაციები გვქონდა.

ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაანახა ყველას რამდენად შეკრული, ძლიერი და ერთიანია საქართველოს მთავრობა.

მინდა შევახსენო ყველას: ორი-სამი წლის წინათ, გაზეთები აჭრელებული იყო და ავყია ვითომ პოლიტიკოსები ლაპარაკობდნენ, რომ მმართველი ჯგუფი მალე დაიშლებოდა.

კარგად გადაიღონ ეს დარბაზი და ნახონ როგორ შენარჩუნდა ნაციონალური მოძრაობის ერთობა.

ეს არის პირველი გუნდი, რომელიც საერთო ფასეულობებემა, რწმენამ, ძალამ და ერთიანობის განცდამ შეაკავშირა.

ძალა ერთობაშია და ეს ნაციონალური მოძრაობის ყველაზე ზუსტი გზავნილია.

ყველა გამოცდას, პროვოკაციასა და სიბინძურეს ერთად გავუძელით.

არჩევნებამდე რჩება ერთი წელიწადზე ნაკლები დრო რჩება და ყველანი ისევ ერთად ვართ.

ეს არის ახალი, ბევრად უფრო მომწიფებული და საღი საქართველო.

ჩვენ წინააღმდეგ ტყუილის ნამდვილი ინდუსტრია შეიქმნა - კარგ ტყუილებს იგონებენ სააკაშვილზე, ნადირაძეზე, ბურჯანაძეზე, გოცირიძეზე, წერეთელზე და ყველა თქვენგანზე.

ისე როგორც ეს რუსეთში 1990-იან წლებში იყო.

ამის მაგალითებს კახა ბენდუქიძე მიყვებოდა. ...

ეს არის რუსეთიდან აღებული ოლიგარქიული სტილი.

არც მე ვარ ელცინი და სხვები, არც ნინო ბურჯანაძე და არც მაია ნადირაძე; და არც საქართველოა რუსეთის იმპერია და ფედერაცია.

მათ საქმე სულ სხვა ღირსების, განათლების, დონისა და პოლიტიკური გამოცდილების მქონე ერთობასთან აქვთ.

ისინი მაშინ მართავდნენ ამ კლოუნადას, როდესაც მთელი პოლიტიკური ძალაუფლება და ფინანსური ბერკეტები მათ ხელში იყო; საქართველოში კი სულ სხვა ღირსების ხალხი ცხოვრობს და ქართველებისათვის აბსოლუტურად უცხო ფენომენს ეს აღარ გაუვა.

რა პროვოკაციებიც არ უნდა მოგვიწყონ, ეს საქართველოა და არა რუსეთის ფედერაცია, თუმცა არც ამ ქვეყნის საწინააღმდეგო მაქვს რაიმე.

მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ პოლიტიკურ ძალაუფლებას ქართველ ხალხთან ვიყოფთ, მაგრამ პოლიტიკური ინტერესების გაყოფა სხვადასხვა ოლიგარქულ სტრუქტურებთან, საქართველოში არ გამოვა - ხელოვნურად ჩანერგილ ელემენტებს ქართველი ხალხის ბედის გადაწყვეტის საშუალებას არ მივცემთ.

ეს კარგად უნდა დაიმახსოვროს ყველამ, ვიდრე მე და თითოეულ ჩვენგანს სული გვიდგას.

ტყუილის ინდუსტრია შეუძლია დღეში ათჯერ აამოქმედონ - ჩვენ დემოკრატია გვაქვს და როგორც ჯეობარსა და ღამის შოუს, ქართველი ხალხი ისე შეხედავს ამ კლოუნადასა და საცირკო ნომრებს.

თუმცა მათთვის პოლიტიკური შედეგი არც თუ სასურველი იქნება.

რამდენიმე ათასწლიანი ისტორის მქონე, მრავალეთნიკური ქართველი ერი ნურავის ეგონება სულელი.

ჩვენ ყველა ეთნიკური წარმომავლობისაგან შემდგარი ქართველი ერი ვართ.

ნურავის ჰგონია, რომ ქართველი ხალხის დონე მათ ინტელექტსა და განათლებას შეესაბამება - ის ძალიან განათლებული და დახვეწილია.

კახეთის ვენახში მომუშავე ნებისმიერი ადამიანი, ბევრად უფრო დახვეწილი და განათლებულია, ვიდრეს ზოგიერთი ის ელემენტი, რომელსაც საქართველოსთვის ყოველივე ამის თავს მოხვევა სურს.

ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს.

რაც შეეხება ჩვენს სხვადასხვაპარტიულ პოლიტიკურ ოპოზიციას, მიგვაჩნია, რომ ზოგადად ქვეყანაში ოპოზიციის არსებობა ძალზე მნიშვნელოვანი.

პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყნის შეფასებისას, მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო მთავრობის დონეს, არამედ პოლიტიკური ოპონენტების დონესაც.

ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს.

ზოგიერ ადამიანს შეუძლია ლაპარაკი, ზოგს კი - მხოლოდ ლანძღვა, გინება და დაგესლვა.

მინდა ვთქვა, რომ საარჩევნო ხმების მხრივ, ეს ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს, თუმცა ქვეყნისა და დემოკრატიული კულტურისათვის ამას უკიდურესად უარყოფითი გავლენა აქვს.

მაშინ, როდესაც პოლიტიკური ოპოზიციის ერთი ნაწილისათვის ტყუილი და ლანძღვა მთავარი ხდება, ეს მათ საარჩევნო ხმების თვალსაზრისით ასუსტებს, თუმცა ასუსტებს ქვეყანასაც, რადგან ამით ისინი ქვეყანას არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აგდებენ.

არ დაგიმალავთ, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური ოპოზიცია უფრო კონსტრუქციული და, რაღაც გაგებით, ძლიერიც იყოს.

როდესაც რომელიმე ჯგუფი მიტინგს და კონფერენციას მართავს ჩვენს მიერ განათებულ ქალაქებში, ჩვენს მიერ გაკეთებული და მათ მიერ დაგმობილი შადრევნების ფონზე; როდესაც რეგიონებში მოგზაურობისას ჩვენს მიერ გაკეთებული გზით სარგებლობენ; როდესაც ჩვენს მიერ გარემონტებულ დარბაზებში ცოდვილობენ ხალხის შეკრებას, ენით აუწერელ სიამოვნებას მანიჭებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველასათვის ვაკეთებთ - ამათთვისაც კი.

შადრევნების ფონზევე ლაპარაკობენ იმას, თუ როგორი საზიზღრობაა შადრევნები და აღმშენებლობა ქვეყანაში - ძალიან მიხარია! ე.ი ყველანი ბედკრული საქართველოს შვილები ვართ ჩვენი ახალი შენობებით, გზებით, სკოლებით, განათებებითა და შადრევნებითაც კი.

სამწუხაროდ, გზავნილი, რომელსაც ისინი აკეთებენ შადრევნების ფონზე, საკმაოდ დესტრუქციულია.

ეს ქვეყნისათვის კარგი არ არის.

რამდენად მცირერიცხოვანიც არ უნდა იყოს ეს ჯგუფი, დიალოგში პარტნიორები გვჭირდება.

რევოცულციის მოწყობას ეს ხალხი ყოველ ექვს თვეში ცდლობს. რევოლუციაზე უმეტესობას დააგვიანდა, ამიტომ ყოველ ექვს თვეში ერთხელ ცდილობენ ამ მატარებელს ისევ შეახტნენ.

მატარებელი დიდი ხანია გავიდა და იმდენად შორს არის წასული, რომ ვეღარ დაეწევიან, ამიტომ მათი მცდელობა უხერხული და არასწორია. თუმცა პოლიტიკურ დიალოგზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში ასეთი დიალოგი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა აუცილებელია.

ჩვენ გვაქვს ბევრი თემა, რომელთა შესახებ აზრის გაზიარება ძალზე გვჭირდება.

საქრთველოს ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენი აქვს, საქართველო ნატო-ში უნდა შევიდეს, საქართველომ საბოლოოდ უნდა დაიმკვიდროს თავისუფლება და დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

ამ საქმეში ყველაზე პატარა ჯგუფიც კი ჩვენთვის ძალზე ფასეულია.

ამიტომ, ჩვენ ყველას ვუწვდით ხელს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვისაც ლაპარაკი მაინცდამაინც არ ეხერხება.

საქართველოში მთავარი პრობლემა ოპოზიციის სისუსტეა - ამ დღეების განმავლობაში ამაში, ვფიქრობ, ყველა დარწმუნდით.

ეს ქვეყნის სიძლიერეს არ გამოხატავს.

გთავაზობთ, თუმცა ვიცი, რომ პარლამენტის ერთი ნაწილისთვის ეს ინიციატივა არაპოპულარულია, საარჩევნო ბარიერის 5 პროცენტამდე დაწევას; ისევე როგორც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის უფლების შეზღუდვას და პარლამენტის ვადის 5 წლამდე გაზრდას.

ეს ხელს შეუწყობს, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროულად გამართვას ხუთ წელიწადში ერთხელ.

რისთვის ვაკეთებს ამას? იმისათვის არა, რომ ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს რაიმე შეღავათი გავუწიოთ.

პატიოსნად გეტყვით, ვიმედოვნებ, რომ საქართველოში გაჩნდება ახალი პოლიტიკური ჯგუფები, რომელებიც 5 პროცენტიან ბარიერს გადალახავენ და პოლიტიკური კულტურის სწორი მიმართულებით შეცვლაში ჩვენი ღირსეული პარტნიორები იქნებიან.

იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და გამოჩნდება ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ქვეყნის კეთილდღეობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე პიროვნული შეურაცხყოფა და პოლიტიკური ან სხვა ტყუილის მოგონება.

თქვენ დაინახეთ, რომ კომპრომისებზე არ მივდივართ, უმრავლესობის რამდენიმე წევრი და ყოფილი მინისტრები დაიჭირეს კიდეც, რადგან საქართველო ერთადერთი და განუმეორებელია და მას განსაკუთრებულად სჭირდება დაცვა.

საქართველოში ყველაზე პატარა ჯგუფსაც კი, თუ სწორად წარმართავს პოლიტიკას, უნდა ჰქონდეს შანსი დიდი აღმშენებლობისა და წინსვლის მონაწილე გახდეს.

ჩვენი დემოკრატიული ინიციატივები სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.

საქართველოში ბევრი ინტელექტუალური ადამიანია, აბსოლუტურად ყველა ასაკის, ასევე ოპოზიციაში, რომელიც შეძლებს სრულიად სხვა თამაშის წესები ჩამოაყალიბოს.

ვფიქრობ, ჩვენმა პარტიამ დაამტკიცა, რომ ქვეყნის სწორი, კოლექტიური, ეფექტიანი, პრინციპებზე დამყარებული მართვა შეუძლია.

ამასთან დაკავშირებით მინდა მოგმართოთ თხოვნით, საგანგებო რეჟიმში განიხილოთ საბიუჯეტო ცვლილები, რომლებიც ფასების ზრდის პირობებში (მსოფლიოში ხორბალი და საწვავი გაძვირდა და ფქვილიც ძვირდება) საშუალებას მოგვცემს საქართველოს მოსახლეობას ზამთარი გაუადვილოს.

ეკონომიკური ზრდა, ასევე კორუფციის შემცირების შედეგად მიღებული რესურსები ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით მის ყველაზე უფრო დაუცველ ფენას უნდა მოხმარდეს.

რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, ჩვენ ყველას ვუწვდით ხელს.

იმ პირობებში, როდესაც ყველა აღნიშნავს ჩვენს წინსვლასა და წარმატებას, არ მსიამოვნებს, რომ პოლიტიკური ოპოზიციის სისუსტის გამო, საქართველო თითით საჩვენებელი ხდება.

თქვენ მოწმე ხართ, რომ ოპოზიციისათვის ყველაფერი გავაკეთეთ - არჩევნების დროს ტელეეთერით უფასოდ სარგებლობის საშუალება მოვეცით, ყველაზე პატარა პარტიები დავაფინანსეთ და არჩევნები ჩავატარეთ.

მათ კი წინა არჩევნებზე პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს და შემდეგ არჩევნების ბოიკოტიც უნდოდათ.

სწორედ ამიტომ მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ ფენომენალური შედეგი - ყველა თვითმმართველობისა და მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვა.

როგორ უნდა მოახერხო, რომ თავისუფლი არჩენების პირობებში, ყველა არჩევნები წააგო; როგორ უნდა მოახერხო, რომ ერთი და იგივე ორმოში ზედიზედ ათჯერ ჩავარდე?

ოპოზიციის ლიდერი რომ ვიყო, მართალია ამ მთავრობას ვერ დავამარცხებდი, მაგრამ სერიოზულ კონკურენციას გავუწევდი.

ოპოზიციას შემიძლია მივცე საშუალებები, მაგრამ არა რჩევები.

ეს არის ჩვენი წარმატების მთავარი რეცეპტი.

ჩვენი პოლიტიკური ინიციატივა ყველამ უნდა მიიღოს, როგორც დემოკრატიული კულტურის განმტკიცების ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა პოლიტიკური დებატების დახვეწის მხრივ და საქართველოს შემდგომი სწორი განვითარებისთვის.

ბატონი ომარ მელიას ინიციატივა ფოთის ტაძრის აღდგენის შესახებ ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ჩვენ ვქმნით სპეციალურ ჯგუფს და ფოთში ნიკო ნიკოლაძის მიერ აშენებული უნიკალური ტაძარი აღდგება.

მომავალი წლის შემოდგომით გვექნება ახალი ტაძარი და მეტწილად განახლებული ფოთი, რადგან დაწყებული საქმის დასრულებას მრავალი წელი დასჭირდება.

მადლობელი ვარ პარლამენტის თავმჯდომარის იმ კონსულტაციებისთვის, რომელიც მან სხვა ფრაქციების, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა.

გავაგრძელოთ ლაპარაკი, გავაგრძელოთ ურთიერთობა, მაგრამ ჩვენი საქმე მივიყვანოთ ბოლომდე.

ეს არის მთავარი - საბოლოოდ ხალხი ამაზე მოგვთხოვს ანგარიშს.

ყველა დანარჩენს აქვს შანსი, რომ გამოწვევების ფონზე იყოს ამ დიდი საერთო წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი.

გარეთ არავის დატოვება არ გვსურს.

ერთხელ უკვე ვთქვი და ვიმეორებ, მატარებელი გადის, რომელზეც ბილეთები მსურველებისთვის ჯერ კიდევ არის, თანაც უფასოდ.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)