Google+

სიახლეები

28.10.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში კოსტა ხეთაგუროვის ძეგლი გახსნა

მოგესალმებით ყველას!

დღეს მნიშვნელოვანი დღეა.

ერთი წლის წინ გადაწყვეტილება მივიღე თბილისში კოსტა ხეთაგუროვის ძეგლის გახსნის შესახებ.

კოსტა ხეთაგუროვი იყო არა მხოლოდ დიდი ოსი მოღვაწე, არამედ ეთნიკური ოსების სიყვარულის სიმბოლო ქართველი ხალხის მიმართ.

კოსტას თავდავიწყებით უყვარდა საქართველო.

იგი ოსების განსაკუთრებული ნიჭიერებისა და კულტურის გამოხატულება იყო

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ შარშანწინ ლაგოდეხში კოსტა ხეთაგუროვის სახელობის საშუალო სკოლის აღდგენადავიწყეთ, თბილისში გაისხნა საკვირაო სკოლა, სადაც ბავშვებს საშუალება აქვთ შეისწავლონ ოსური ენა, ეზიარონ ოსურ კულტურას. ეს პროცესი არ შეჩერდება და აუცილებად გაგრძელდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ვერცერთი ქვეყანა ისე ვერ უზრუნველყოფს ოსების იდენტურობის, კულტურის, ენის, ლიტერატურის შენარჩუნებას, როგორც ამას საქართველო შესძლებს.

ტყუილის იმპერია არ შეჩერებულა. ერთ-ერთი ტყუილი, რომელიც ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს არის ის, რომ თურმე შესაძლებელია სამხეთ-ოსეთის გადატანა სადღაც სხვა მხარეს და მისი სხვა ქვეყნისათვის მიერთება. ეს არასოდეს არ მოხდება, ამ ტყუილის ინიციატორებმა ეს კარგად იციან.

ჩვენ გვჭირდება მოთმინება, იმ საქმის გაგრძელება და ბოლომდე მიყვანა, რაც დავიწყეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცოტა დროს დარჩა კონფლიქტის ფართომაშტაბიან გადაწყვეტამდე.

დღეს ჩვენ ვრწმუნდებით იმაში, რომ ჩვენმა მოთმინებამ, სიმშვიდემ და თავშეკავებამ, არ ავყოლოდით პროვოკაციებს - მოგვცა შედეგები.

სულ უფრო მეტმა ღირსეულმა წარმომადგენელმა, ერთ დროს ძალიან მდიდრულმა და კარგად ინტეგრირებულმა საზოგადოებამ, მოახერხა გაეთავისებინა ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძლებთ ცხოვრებას და პრობლემების გადაჭრას, - ალტერნატივა არ აქვს. მთავარია ის, რომ იმ ხალხმა ვისაც კარგად ესმის საკუთარი ხალხის პერსპექტივა, ხელში აიღოს ლიდერობა და შეძლოს იმ საკითხების გადაწყვეტა, რისკენაც ჩვენ ყველა ვისწრაფვით.

საზოგადოებაში ასეთი ლიდერები და განწყობა უკვე გაჩნდა.

საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელმაც ზუსტად იცის რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს საკითხები უკეთესად გადაწყვიტოს. ეხლა არის უნიკალური კომბინაცია იმისა, რომ ამ მთავრობის დროს, იმ პირობებში როცა ცხინვალში ასეთი მოსაზრების სულ უფრო მეტი ადამიანი ჩნდება, სწორი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა და გადაუდებლობაა საჭირო.

ჩვენ სამშვიდობო პროცესში ნამდვილი გარღვევა უნდა მოვახდინოთ და ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობა დავუბრუნოთ ნატანჯ მოსახლეობას. საქართველოში ოსები მრავალი ათწლეულის და ათასწლეულის განმავლობაში ცხოვრობენ. ოსეთი საქართველოს სხეულის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც საქართველოს ნებისმიერი სხვა მხარე.

ჩვენ ერთმანეთს ვერ დაგვშორეს, ჩვენ ყველანი ერთად - არა ჩვენ და თქვენ, არამედ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ერთი განუყოფელი ნაწილი.

ეს არის ჩვენი პოზიცია. ეს არის ჩვენი მოწოდება და ჩვენი დაპირება თითოეული თქვენგანისადმი, ჩვენი ბავშვებისადმი დღეს, როცა კოსტა ბრუნდება თბილისში და როცა მისი ძეგლი იხსნება თბილისის ცენტრში.

ბატონ მერაბ გაგლოევს მინდა მადლობა ვუთხრა ამ ძეგლის შექმნაში გაწეული ღვაწლისათვის და მსურს ჩვენ ყველამ ერთად გავხსნათ ეს ძეგლი.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)