Google+

სიახლეები

08.04.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა

ჩემო ძვირფასო თანამებრძოლები, ჩემო ძმებო, ჩემო საამაყო ოფიცრებო!

ახლახან ვნახე ფილმი, რომელიც თქვენს მომზადებას ასახავს და გავესუბრე ჩვენს უცხოელ მრჩევლებს, ისრაელიდან ჩამოსულ გენერლებს, მაღალი რანგის ოფიცრებს, რომლებმაც მოგამზადეს საქართველოს სამსახურისათვის. ორი წლის წინ, მე ამაზე ოცნებაც კი არ შემელო. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ძლიერი ოფიცრები. ჩვენ ქართველებს გენეტიკურ კოდში გვაქვს სამხედრო ნიჭი. ქართველები იბრძოდნენ ყველა დიდ იმპერიაში ბოლო ათასწლეულების განმავლობაში. მინდა შეგასხენოთ, რომ რომის იმპერიაში, ბიზანტიაში, სპარსეთის იმპერიაში, მამლუქების იმპერიაში, ქართველები იყვნენ არა მხოლოდ გამოჩენილი ოფიცრები და მებრძოლები, არამედ ყველაზე წარმატებული სამხედროები, რომელიც იმ იმპერიებს ჰყავდათ. მე არასოდეს არ დამავიწყდება ქართველების მიერ აშენებული ისპაჰანის ნახვა, უნდილაძის მიერ აშენებული ალავერდხანის ხიდი და მისი მემკვიდრეობა, როგორც სპარსეთის მთავარი მთავარსარდლის. მე არასოდეს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ მამელუქების არმიას ერაყში მეთაურობდნენ ქართველები. მე არასოდეს არ დამავიწყდება ის ფაქტი, რომ გიორგი სააკაძემ დაიპყრო ოსმალეთისათვის და სპარსეთისათვის უზარმაზარი ტერიტორიები. თანამედროვეობის ყველაზე დიდი და ძლიერი არმიის სამხედრო ხელმძღვანელი იყო ქართველი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი. მე, ევროპელებს და პოლონელებს არასოდეს დაავიწყდება ის ფაქტქი, რომ პოლონეთის დამოუკიდებლობა 1921 წელს, ბოლშევიკური ურდოებისაგან გადაარჩინეს სწორედ იმ ქართველემა ოფიცრებმა, რომელთაც საქართველოში ვერ ნახეს გასავალი, რომელთაც შეეძლოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა, მაგრამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის უნიათობის გამო, ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა 1921 წელს. მერე ისინი ჩავიდნენ პოლონეთში და მარშალ პოლსუნსკის მეთაურობის დროს გადაარჩინეს პოლონეთის დამოუიკიდებლობა. შემთხვევითი არ არის, რომ პოლონეთი დღეს ასე გვიჭერს მხარს ნატოში. ყველა რიგით პოლონელს კარგად ახსოვს, რომ პოლონეთისათვის ქართველები სისხლს ღვრიდნენ და პოლონეთის, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს შექმნაში წვლილი შეიტანეს გამოჩენილმა ქართველმა ოფიცრებმა. პოლონეთის არმიის სამხედრო მეთაური, სამხედრო კანცელარიის მეთაური იყო გენერალი სუმბათაშვილი. 150 ქართველი ოფიცერი სისხლს ღვრიდა პოლონეთისათვის. ყველაზე ძლიერი ბოლშევიკური არმია, რომელიც ოდესმე სადმე შესულა, ბევრად უფრო ძლიერი არმია ვიდრე 11 არმია, რომელიც საქართველოში შემოვიდა, შევიდა პოლონეთში და ის დაამარცხეს პოლონელებმა ქართველი ოფიცრების ხელმძღვანელობის ქვეშ. ჩვენ ეს არ უნდა დავივიწყოთ. პოპოლონელებს ეს არ ავიწყდებათ. მინდა ასევე გითხრათ, რომ თქვენ ხართ თანამედროვე საქართველოს ყველაზე საამაყო სახე. მე ვამაყობ თქვენით, ჩვენ ვამაყობთ თქვენით და მომავალი საქართველო იამაყებს თქვენით. ძალიან ბევრ ჭკვიან ქართველს კარგად ახსოვს რომ დავით აღმაშენებელმა სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო არმიის შენებით. გავიდა მრავალი საუკეუნე, მაგრამ ჩვენ ისევ გვაქვს ეგზისტენციალური გამოწვევები. ჩვენი არსებობა ისევ არის საფრთხის ქვეშ და ჩვენი ისევ გვჭირდება ბევრი რამის განმეორება, რაც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს. დღევანდელი პოლიტიკოსები არ ეჯიბრებიან დავით აღმაშენებელს. ის იყო განსახიერება ქართველი მეფის, სიბრძნის, ყველა ეთნიკური ჯგუფის მიმართ თანაბარი დამოკიდებულების, ეთნიკური და რელიგიური შემწყნარებლობის და დიდი სახელმწიფო მოღვაწეობის. ჩვენ არ ვეჯიბრებითმაგრამ ვბაძავთ დავით აღმაშენებელს. თვენ ხართ ახალი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სახე. ჩვენ ჩამოვიყვანეთ რამოდენიმე მაღალი რანგის გენერალი ისრაელიდან. ყველაზე საუკეთესო მომხზადების მქონე ოფიცრები და სამხედროები. დღეს საქართველოს ჭირდება არა მეორე ხირისხოვანი მომზადება. მე თავად ვიმსახურე ყველაზე ელიტურ საბჭოთა ჯარში ორ წელი. მე მშურს თქვენი, იმიტომ რომ თქვენ ხართ ხუთი თავით მაღლა, ვიდრე ოდესმე იყო რომელიმე საბჭოთა შენარეთი. მე ვამაყობ იმით, რომ საქართველომ შეძლო ბევრად მეტის შექმნა, ვიდრე ჰქონდა საბჭოთა კავშირს. ჩვენ ამას დავამტკიცებთ და ამაში ყველა დარწმუნდება. ჩვენ ჩამოვიყვანეთ გამოჩენილი სამხედროები ისრაელიდან. ჩვენ ჯარის დიდ ნაწილს ამზადებენ ამერიკელი მრჩევლები. ამ შემთხვევაში თქვენ მოგამზადეს ებრალებმა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველა ებრაელ მეგობარს მადლობას ვუხდით იმისათვის, რაც საქართველოსთვის გააკეთეს. ამერიკელებმა და ებრაელებმა ერთდ საქართველოში ჩამოაყალიბეს ახალი ქართული სამხედრო სკოლა. ეს ქართული სკოლა ეფუძნება ჩვენს ისტორიულ ინსტიქტს, ჩვენს გენეტიკას, გამოცდილებას, ნიჭს და ამერიკელებისა და ებრაელების გამოცდილ სამხედრო გამოცდილებას.

ჩვენ ბოლო წლებში რამოდენიმე მილიარდი დავხარჯეთ შეიარაღებაზე, მაგრამ მთავარი მარტო იარაღის სახეობები და სიძვირე არ არისმთავარი გული, მოტივაცია, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმია. პროფესიონალიზმი არის ის კომპონენტი, რომელსაც თქვენს ენთუზიაზმთან ერთად გვაძლევენ სამხედრო მრჩევლები. პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული არის ის, რითაც თქვენ გაგზარდათ თქვენმა მშობლებმა, დედებმა და თქვენმა ოჯახებმა. თქვენი პატრიოტიზმი და საუკეთესო სამხედრო ცოდნა დღევანდელ მსოფლიოში ყველას დაანახებს, რომ არ არსებობს მცირე ერები, რომელთაც თავის დაცვა არ შეუძლიათ. საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა ხალხისა, რომელსაც შეუძლია მეგობრობა, უყვარს მშვიდობა, უნდა აღმშენებლობა, აქვს მშვიდობიანი განზრახვები და შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ჩვენ და თქვენ შევიტანთ წვლილს ჩვენს და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაში. ჩვენ ვართ ერთგული საკუთარი ქვეყნის, ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების. დღეს მართლაც ბედნიერი დღეა. მე ვიცი, რომ რომ თქვენ უმეტესი დრო გაატარეთ ტყეში, ღრეში, ურთულეს პირობებში, უარი თქვით ოჯახურ სითბოზე, გართობაზე, ადამიანურ ინსტიქტებზე, თქვენ შეძელით რომ ურთულეს პირობებში გესწავლათ მთავარი რამ - თქვენი ულამაზესი ქვეყნის დაცვა. მე კარგად ვიცი რა რთული იყო ეს პერიოდი თქვენთვის. მაგრამ ეს ის ჯოჯოხეთია, რომელიც მთელ ქვეყანას მიიყვანს სამოთხის კარამდე, ეს ის ჯოჯოხეთია, რომელიც საქართველოს გააბრწყინებს, ეს ის ჯოჯოხეთია, რომელიც თქვენ შეგაძლებინებთ თქვათ, რომ იყავით თქვენი ქვეყნის ყველაზე გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში მოქმედი გმირები. ეს ის გაჭირვებაა, რომელიც მოგვიტანს დიდ ბედნიერებას, ეს ის სიძნელეებია, რომელიც საქართველოს მიიყვანს გამარჯვებამდე და გაერთიანებამდე. ეს ყველაფერი ამისათვის ღირდა. მთავარი ის კი არ არის, ახალგაზრდობაში რა გაჭირვება გადაიტანეთ, არამედ მთავარი არის ის, თქვენს შვილიშვილებს რას მოუყვებით.

მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ ძმებო. ყველაზე საუკეთესო ქართველი ოფიცრები შეირჩა ამ კურსისათვის 150 ქართველი ოფიცერი. 54-მა გაუძლო ამ კურსს. დანარჩენები ძალიან მაგრები იყვნენ, მაგრამ ცოტა დააკლადთ ამ პირობებისათვის გაეძლოთ. თქვენ კარგად იცით, რომ ყველა ქართველ ოფიცერს უშენებთ ბინას, ვაძლევთ მაღალ ხელფასს, მაგრამ ეს ყველაფერი უკან დარჩება, თუ არ გვექნება სამშობლო ძლიერი. ჩემი და თქვენი ცხოვრება ეძღვნება საქართველოს გამარჯვებას. ჩემი და თქვენი გული ძგერს აბსოლუტურ უნისონში. მე მინდა ბოდიში გითხრათ იმისათვის, რომ თქვენთან ერთად არ ვირბინე ტყეებში ბოლო ერთი წელი. მაგრამ გარწმუნებთ, რომ უფრო დალხენილი ცხოვრება არ გვქონია, იმიტომ, რომ არცერთ ჩვნგანს დალხენილი ცხოვრება არ ექნება მანამ, სანამ საქართველო საბოლოოდ არ იქნება ერთიანი და დაცული. მინდა მოგილოცოთ ისტორიული კურსის დამთავრება. არასოდეს საქართველოს ისტორიაში მსოფლიოს საუკეთესო სამხედროებს არ მოუმზადებიათ ქართველი სამხედროები და არ შეუქმნიათ ყველაზე საუკეთესო ოფიცერთა კორპუსი. თქვენ ხართ ელიტა თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც საქართველოს დააყენებს ფეხზე და თქვენი სახელი დარჩება ისტორიში საბოლოო წარმატების შემდეგ. მინდა მადლობა გითხრათ გამბედაობისათვის და გამძლეობისათვის. ნუ დაწყნარდებით მთავარი თქვენი გმირობები არის წინ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწვეტილებები. დემოკრატიული ქვეყნის ჯარი განსხვავებულია, ოფიცრები თავად იღებენ გადაწყვეტილებას. საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისათვის გრელდება და წარმატებით დასრულდება. ჩვენ ვართ დემოკრატიის და თავისუფლების დამცველები. თქვენ ემსახურებით ჩვენი ხალხის მომავალს. მინდა გისურვოთ წარმატება დემოკრატიის, თავისუფლებისა დაცვაში და ისტორიული მისიის განხორციელებაში. მინდა გადავცე წარმატებული კურსის ოციცრებს სამახსოვრო საჩუქრები. გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას. გაუმარჯოს საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი! გაუმარჯოს ამ ისტორიულ დღეს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)