Google+

სიახლეები

30.05.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მომავალი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა

მინდა ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება!

თქვენი ეს გამარჯვება ქვეყნის გამარჯვებაა. თქვენ ხალხმა მართლაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოგიჩინათ და დიდი ნდობის კრედიტიც მოგცათ. ამ გამარჯვების უმეტესწილი არის წინასწარი ნდობა, რომელიც უნდა გავამართლოთ. ყველანი ვიქნებით საბოლოოდ გამარჯვებული მაშინ, როცა ხალხისათვის მიცემულ ყველა დაპირებას შევასრულებთ და ხალხის ნდობას ბოლომდე დავაკმაყოფილებთ.

მინდა მალობა გითხრათ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისათვის. ჩვენთვის საქართველოში მნიშვნელოვანი დრო დგება.

მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას დილოგისაკენ.

მე კარგად მესმის ოპოზიციის, მესმის მათი არჩევნების შედეგებით იმედგაცრუების. საქართველო ეკუთვნის ყველას - უმრავლესობასაც და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც - ზომიერებსაც, რადიკალებსაც, არგესიულებსაც და ნაკლებადაგრესიულებსაც. ჩვენი დაპირება იყო ასეთი, ოპოზიციას მივცემდით ბერკეტებს. ჩვენ ამისათვის ისევ მზად ვართ- მივცეთ მათ თანამდებობები ვიცე- სპიკერებისა და კომიტეტების დონეზე. უფრო მეტიც, მინდა დავადასტურო ჩემი შეთავაზება. ჩვეულებრივ სხვა სახელმწიფოში ამას არავინ არ გააკეთებდა. ამას მე ვაკეთებ იმის გამო, რომ საქართველო - ჩვენი ქვეყანა საჭიროებს გამთლიანებას, ჭრილობების მოშუშებას, საჭიროებს არა პოლარიზაციას, არამედ ერთიანობას. მგონი დღეს იმის ილუზია არავის არ აქვს, რომ ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის. ხელისუფლება არის ძალიან ძლიერი, მაგრამ ჩვენ არ უნდა გადავიდეთ იმ ზღვარს, რომლის იქითაც პრობლემა ექმნება მთლიანად ჩვენს ქვეყანას. რაღაცა პირადი გაბრაზების გამო არცერთმა ჩვენგანმა ისეთი რამ არ უნდა გავაკეთოთ, რომლითაც ძირს გამოვუთხრით ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, ჩვენი ქვეყნის პოზიციებს, აღმოფხვრილს საერთაშორისო საგარეო ურთიერთობაში. ამიტომ გრძელვადიანი პერსპექტივისათვის ჯობია, რომ მთავრობამ პარლამენტის უმრავლესობაში რაღაც პოზიციები დათმოს და ყველას მისცეს იმის საშუალება, რომ ქვეყნის მართვაში მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ საქართველო გრძელვადიანად იყოს ძლიერი. არა იმიტომ, რომ ხელისუფლება იყოს ძლიერი, ხელისუფლება ისედაც ძლიერია როგორც არასდროს. საქარველო უნდა იყოს ძლიერი, ამიტომ ჩვენ ვუწვდით ყველას თანამშრომლობის, მეგობრობის, ურთიერთობის, დიალოგისა და საქართველოს გარშემო გაერთიანების ხელს და ჩვენ ყველა ამ წინადადებას ვტოვებთ ძალაში. ჩვენს შეთავაზებას კარგად გაიგებს აბსოლუტური უმრავლესობა იმ ხალხის, რომელმაც მხარი დაგვიჭირა. ჩვენ წარმოვადგენთ მათაც და ასევე იმ ხალხსაც, ვინც სხვა პარტიებს დაუჭირა მხარი. ჩვენ წარმოვადგენთ მთლიანად საქართველოს და საქართველოს ინტერესებისათვის ყველამ ერთად უნდა ვიღვაწოთ.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)