Google+

სიახლეები

12.08.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპელ ლიდერებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

დღეს, დამპყრობელი ძალა მომდგარია საქართველოს დედაქალაქის კარს.

მათ ჰქონდათ იმედი, რომ დახვდებოდათ დაცლილი, წელში გატეხილი, განადგურებული თბილისი, რომელიც ისევე დაუწვებოდა მათ ტანკებს, როგორც ეს იყო ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, როგორც ეს მოხდა ჩეჩნეთში, ამის ნაცვლად დახვდით თქვენ, ასობით ათასი ჩემი თანამემამულე, რომელიც მშვიდობიანად აღუდგა ძალადობას.

მას თქვენთან, ჩვენთან ერთად დახვდნენ ექვსი ევროპული სახელმწიფოს ლიდერები და მთავრობის მეთაურები.

მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაზე დიდი უსიამოვნებაა, რაც მოწინააღმდეგეს შეეძლო ენახა.

ევროკავშირის სახელით, ჩამოვიდა ევროკავშირის თავმჯდომარე, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ასევე ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი ვიკტორ იუშჩენკო, ჩამოვიდნენ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტები.

ისინი ჩამოვიდნენ იმისათვის, რომ ვთქვათ: დღეს ამ ქვეყნების თავისუფლება, ბალტიისპირეთის ქვეყნების თავისუფლება წყდება თბილისში, პოლონეთის ხვალინდელი თავისუფლების საკითხი წყდება თბილისში, უკრაინის ხვალინდელი თავისუფლების საკითხი წყდება დღეს, საქართველოს თავისუფლების საკითხთან ერთად.

დღეს ამერიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა მთავარმა კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა: "ჩვენ, ყველა ამერიკელი ერთხმად ვუჭერთ მხარს საქართველოს! დღეს ჩვენ ყველანი ვართ ქართველები!"

ჩემო ძვირფასებო!

დღეს საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ იმ ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას შეეხება.

ჩვენი სტუმრები, არა მარტო წამყვანი სახელმწიფოს მეთაურები, არამედ ევროპარლამენტის წევრები, მსოფლიოს სხვადასხვა პარლამენტთა ლიდერები მაინც ჩამოვიდნენ მიუხედავად იმისა, რომ იყო ლაპარაკი მათთვის საქართველოში ჩამოსვლის საფრთხის შემცველობის თაობაზე და დადგნენ ჩვენთან ერთად.

ბატონო პრეზიდენტო [ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი], მინდა მადლობა გითხრათ თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის საქციელისთვის, მან თქვა: "მე ჩამოვალ და დავდგები იქ, სადაც ბომბებს ყრიან, რათა მათ იცოდნენ, რომ ამ შენობაში დგას ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი".

მსურს კიდევ ერთხელ მოგახსენოთ მადლობა იმისათვის, რომ ასეთი ხალხი გამოგვიგზავნეთ.

მანამდე, ჩემი მეგობრის [უკრაინის პრეზიდენტ ვიკტორ იუშჩენკოს] დავალებით, გამოვიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

აქ არის ესტონეთის პრეზიდენტი, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ესტონეთიდან ასეულობით მოხალისე მოემართება, რათა ჩვენთან ერთად დადგეს ჩვენს დასაცავად.

ეს არის ახალი ევროპა.

ამიტომ არის საქართველო ნამდვილი ევროპული ქვეყანა.

დღეს, როგორც ადრე, რუსული ტანკები შემოვიდა არა ზოგადად რაღაც ქვეყანაში, არა გაურკვეველ კავკასიურ ერთეულში, არამედ - ერთ-ერთ თავისუფალ ევროპულ ქვეყანაში.

ევროპული ქვეყანა კი, რადაც არ უნდა დაუჯდეს, დაიცავს თავის უფლებას, დაიცავს თავის ღირსებას და დაიცავს საკუთარი საზღვრების მთლიანობას.

გაუმარჯოს საქართველოს!

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი

ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოგიცხადოთ ლიტვის, პოლონეთის, ლატვიის, უკრაინის სახელით.

ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ.

ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ფიქრობს, რომ უნდა დაიპყროს პატარა ქვეყნები.

ჩვენ კი მას ვეუბნებით - არა!

რუსეთი ფიქრობს, რომ ძველი დრო დაბრუნდება და მთავარი მიზანი ამ ქვეყნებში მისი დომინირებაა, მაგრამ ეს დრო დამთავრდა ერთხელ და სამუდამოდ!

ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს პერიოდი და ყველამ კარგად ვიცით რას ნიშნავს ეს - ადამიანის სულიერად გატეხვა, უცხოური ენის დომინირება. დღეს ჩვენ ვართ ერთად და ერთად ვრეაგირებთ ყველაფერზე.

ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ქვეყნებმა ერთიანი აზრი გმოხატონ.

როდესაც მათ გაიგეს, რომ პრეზიდენტები საქართველოში ჩამდიონდენენ, ყველას ეგონა, რომ შეგვაშინებდნენ, მაგრამ ჩვენ არაფრის არ გვეშინია.

მინდა გითხრათ, რომ ცენტრალურ ევროპას ძლიერი პრეზიდენტები ჰყავთ, ყველა გაიგებს, რომ ჩვენი ძლიერი ხალხი ვართ.

რუსეთმა საქართველოს შემდეგ, შეიძლება, სხვა ქვეყნებზეც განახორციელოს აგრესია, მათ შორის, პოლონეთზეც.

ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს და ამიტომ, მთელი ევროპა ერთად უნდა იყოს.

აქ ნატოს წევრი ოთხი ქვეყნის წარმომადგენელი ვართ, უკრაინაც მალე ჩაეწერება ჩვენს რიგებში.

დღეს აქ დგას ნატოს წევრი სახწელმწიფოს 4 პრეზიდენტი, მალე 27 ქვეყანა უნდა იყოს ნატოს წევრი.

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპა გაიგებს და მიხვდება, რომ თქვენ იცავთ თავისულების უფლებას,

ევროპა მიხვდება, რომ მას ინეტერესები ამ რეგიონშიც აქვს. ევროპა მიხვდება, რომ საქართველოს გარეშე რუსეთის იმპერია დაირღევვა.

ეს არის ყველა ჩვენგანის ინეტერსი და სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ!

უკრაინის პრეზიდენტი ვიკტორ იუშჩენკო

ძვირფასო ქართველო ერო!

ჩვენ დღეს რამდენიმე ათასი კილომეტრი ვიფრინეთ იმიტომ, რომ ძალიან გვინდოდა აქ, თქვენთან ერთად ყოფნა.

ჩვენ ვიცოდით, რომ დღეს აქ უნდა ვყოფილიყავით.

დღეს ჩვენ აქ ვართ იმის სათქმელად, რომ საქართველო ჩვენი მეგობარია, ხოლო ქართველები ჩვენი მეგობრები.

დღეს საქართველოსთვის ამ ყველაზე მძიმე დროს, ვამაყობთ, რომ თქვენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უფლება გაქვთ. ჩვენ გამოვიართეი ათასობით კილომეტრი, რათა ყველაზე ძლიერ ერს - ქართველებს, გამოვუცხადოთ სოლიდარობა. ჩვენი გული თქვენ გეკუთვნით. ჩვენო ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გაივლის დრო და ჩვენ ამ ისტორიის მძიმე დღეებს, რომელიც ძალიან გმირულად გაიარა ქართველმა ერმა შევაფასებთ - თავისუფლება ღირს იმისთვის, რომ მისთვის იბრძოლო. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველები თავისუფლების ღირსნი არიან. აქ იმისთვის ვართ, რათა დაგიდასტუროთ, რომ თქვენი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა არის ჩვენი ღირებულებები. თქვენ არასოდეს არ იქნებით მარტონი. მადლობა იმისთვის,რომ აქ უკრაინული დროშები გაქვთ. ეს იმის მთქმელია, რომ მილიონები ვართ. მინდა ჩემი გამოსვლა დავამთავრო სიტყვებით, საქართველო თავისუფალია და მუდამ იქნება თავისუფალი. გამარჯვება თითოეულ თქვენგანს! გაგიმარჯოთ თქვენ! გაუმარჯოს საქართველოს!

ლიტვის პრეზიდენტი ვალდამ ადამკუსი

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მე ჩამოვედი და თავისუფალი ლიტველი ხალხისგან მოკითხვას გითვლით თავისუფალ ქართველ ხალხს. თქვენ არ ხართ მარტონი. მოდით დავდგეთ ერთად, ვიყოთ ერთიანნი და გამარჯვება ჩვენს მხარე იქნება."

ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ილვესი

"ჩამოვედი ესტონეთიდან. დღეს, ყველას, ვისაც სწამს თავისუფლების და დემოკრატიის ამბობს, "მე ქართველი ვარ". თქვენთან იმიტომ ვართ, რომ ჩვენი სოლიდარობის დემონსტრირება მოვახდინოთ. თუ ვინმეს თავისუფლება და დემოკრატია იზღუდება, არ არის გამორიცხული ჩვენიც შეიზღუდოს. ევროპულ ქვეყნებს სწამთ დემოკრატიის, თუ თქვენ არ გჯერათ ამ ფასეულობების, თქვენ არ ხართ ევროპის წევრები. ჩვენ თქვენთან ვართ და გიჭერთ მხარს. ახლა მინდა მოგმართოთ იმ დევიზით, რომლითაც ესპანეთში 70 წლის წინ ებრძოდნენ ფაშისტებს - "ეს არ გაუვათ" .

ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევარს გოდმანის

„ჩამოვედი ლატვიიდან და მსურს გითხრათ, რომ ყველა ლატვიელი თქვენს გვერდით დგას. ყველა ქვეყანას უდგება რთული და გადამყწვეტი დღეები. მინდა გითრათ, რომ სულ არ აქვს მნიშვნელობა, რა დიდი სამხედრო ძალა უპირისპირდება ადამიანებს, საბოლოოდ ადამიანები, ყოველთვის იმარჯვებენ. ყოველთვის, ნებისმიერ დროს ნებისმიერ ქვეყანაში".

იყავით ერთად, გაერთიანებულად და ჩვენც ყველანი - ლატვიელები ესტონელები ლიტველები პოლონელები ვიქნებით თქვენს გვერდით, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)