Google+

სიახლეები

13.03.2009
სასტუმროში ”შერატონ მეტეხი პალასი” ფოთში პირველი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო

სასტუმროში "შერატონ მეტეხი პალასი" ფოთში პირველი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. კომპანიის "რაკია" პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.

მოგესალმებით!

იმ სიტუაციაში, რომელშიც მსოფლიო იმყოფება, განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმა გვიწევს. ყველა მოელოდა ჩვენი ეკონომიკის ჩამოშლას. ყველა მოელოდა, რომ ისევე როგორც 1992-93 წლებში, საქართველოს ენერგეტიკაც ჩამოიშლებოდა. დღეს 13 მარტია და თუ აქამდე, საქართველოს ეკონომიკამ გამართულად იმუშავა, ეს ნიშნავს იმას, რომ ზამთარი გადატანილი გვაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან ყველა ზამთარი საქართველოში იქნება ენერგეტიკულად მძლავრი. ჩვენ ვიღებთ სულ უფრო ახალ შემოთავაზებებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე, ჩვენ გაგვაქვს ელექტროენერგიის ექსპორტი რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთშიც.

ჩვენ ვაშენებთ ახალ ელექტროგადაცემის ხაზებს.

ჩვენ მოვიპოვეთ გაზის ალტერნატიული შემოსვლა და მაშინ, როდესაც მთელი ევროპა იყინებოდა, საქართველო იყო გამთბარი და განათებული.

ზოგიერთი ამას იღებს რომ, ეს ყველაფერი ჩვეულებრივ მოხდა. ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ,რომ საქართველოს მთავრობამ იმუშავა და საქართველოში იყო სტაბილურობა.

ჩვენს ხალხს აღმოაჩნდა ნება იმისა, რომ ზამთარი კარგად გადაგვეტანა.

მინდა მივესალმო იმ ხალხს, რომელიც მთავრობაში მუშაობს.მინდა მივესალმო ნიკა გილაურს, რომელმაც შექმნა ეს ენერგეტიკული სისტემა 2005 წელს.

გუშინ ტელევიზიით ვნახე ერთ- ერთი ადამიანი, ვინც დააქცია ქართული ენერგეტიკა, ენერგომაფიის ლიდერი,რომელსაც თურმე საქართველოსთან დაკავშირებით რაღაც გეგმები აქვს.

ვერასოდეს ვერ ჩააბნელებს ეს ხალხი საქართველოს, ქართველმა ხალხმა ნახა რა არის განათებული და გამთბარი ცხოვრება.

მინდა მივესალმო გეგა მგალობლიშვილს, რომელიც გამოჯანმრთელდა.

ეს არის გუნდი, რომელიც ცდილობს საქმე გააკეთოს .

მეორე დიდი საფრთხე, საბანკო სექტორშია. არის ქვეყნები, მაგალითად უკრაინა,სადაც ბანკიდან ფულის გატანაზე აკრძალვა შემოიღეს.

საქართველოს საბანკო სისტემას უჭირს კრედიტების გაცემა და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს,მაგრამ საქართველოში ბანკები ფუნქციონირებენ ისე, როგორც ბანკები განვითარებულ ქვეყნებში.

ჩვენი საკრედიტო რეიტინგი არ შემცირებულა და ამას ძალიან დიდი მიღწევა უნდოდა იმ პირობებში, როდესაც უკრაინა ორი საფეხურით ჩამოქვეითდა და ჩვენზე ქვევით ჩავიდა. იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ჩამოქვეითდა საკრედიტო რეიტინგში,საქართველოს საბანკო რეიტინგის ცვლილება უცვლელი დარჩა და იმედია, რომ მომავალ წელს გაუმჯობესდება.

ენერგეტიკა და საფინანსო სისტემა, არის საშუალება იმისა, რომ ეკონომიკამ ხელახლა დაიწყოს ფეხზე წამოდგომა. ჩვენ გვაქვს წინ რამდენიმე ძალიან რთული თვე, რადგან მსოფლიო სიტუაცია ძალიან ცუდია.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, იმ ორი მილიადი ლარის დახარჯვას, რომელსაც ჩვენ ვდებთ გზებისა და სხვადასხვა სოციალურ ობიექტების განხორციელებაში.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ საკრედიტო სისტემის სტიმულირება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა.

ჩვენ უნდა შევხვდეთ უფრო მომზადებული იმ სიტუაციას, მსოფლიოში მოიწმინდება ამინდი.

ჩვენი ამოცანაა საქართველოში არ დავუშვათ ფართომაშტაბიანი ეკონომიკური კრიზისი.

თბილისში შემცირდა ბინების ქურდობა და ერთ- ერთი

მიზეზი გარდა ჩვენი პოლიციის კარგი მუშაობისა არის ის, რომ ბინის ქურდები უკრაინაში გაიკრიფნენ. უკრაინაში ბანკებში ფული არავის აღარ შეაქვს და ვინც მოასწრო გამოტანა უდევს სახლში.

მასობრივად გავრცელებულია ჩვენს "პროფესიონალებში",რომ უკრაინა არის ახლა კარგი ადგილი სამყოფელად,იმიტომ რომ იქ საბანკო სისტემა მოიშალა.

ეს არის ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისი. ფართო მასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისია, როდესაც ქალაქებია ჩაბნელებული,

როდესაც არცერთი დიდი პროექტი აღარ მუშაობს და არცერთი კილომეტრი გზის მშენებლობა არ ხდება იმ პირობებში, როდესაც ჩვენ საქართველოში დავაგეთ რამდენიმე ასეული კოლომეტრი გზა,

როდესაც ყველა მშენებლობაა გაჩერებული ქვეყანაში.

მე ძალიან არ მიყვარს ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში გამოსვლა.

ჩემი ადგილია მშენებლობებზე, ფერმებში, სოფლად, გლების ოჯახებში, მუშების ოჯახში.

მე დღეს მივედი მშენებლობაზე, სადაც 250 000 კვატრატული მეტრი შენდება და მთელი დიღმის გზაც.

საქართველოში მშენებლობების დიდი ნაწილი გაჩერებულია. რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბათუმში და იქ არამხოლოდ მიმდინარეობს მშენებლობა, არამედ ყველაფერი, რაც 2-3 წლის წინ გაჩერებული იყო, ისევ განახლდა.

ეს იმედის ნიშნებია, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკეთესად ვცხოვრობთ.

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან მძიმედ და ჩვენს ხალხს ძალიან უჭირს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უმუშევრობის პრობლემა დავძლიეთ.

ჩვენი გამოწვევა აის ის, რომ მასობრივად კიდევ ასობით ათასი ადამიანი არ გამოიყაროს ქუჩებში, როგორც მოხდა ბალტიისპირეთში და როგორც ხდება ეს რუსეთში.

ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ ეკონომიკისთვის საფუძველი იმისთვის, რომ 6-9 თვეში ინვესტორებმა თქვან ეს არის ქვეყანა, რომელიც შედარებით კარგად უძლებს ეკონომიკურ კრიზისს და მაშინ ჩვენ შევძლებთ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ასობით ახალი მილიონის მოზიდვას.

საქართველოს 12 მილიარდიანი ეკონომიკა აქვს. 12 მილიარდს 1 მილიარდი ინვესტიცია უკვე შველის.

თუ რამდენიმე ტრილიონიანი ეკონომიკა გაქვს, ამის ფული დღეს მსოფლიოში არ არის და იმ ეკონომიკებს ცუდად აქვთ საქმე.

ფოთი არის ყველაზე მოკლე გზა ევროპისაკენ, მთელი ჩინეთის ნახევრისთვის, შუა აზიის და კასპიის ქვეყნებისთვის, რომელთაც არ აქვთ ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი.

წინა მთავრობის დროს ფილოსოფია იყო ის, რომ საქართველო არის დერეფანი და ჩვენ უნდა ყველას ტაში დაგვეკრა. რა კარგია, რომ ჩვენ ვართ დერეფანი, მაგრამ დერეფანში ცხოვრება როგორც ყველამ კარგად ვიცით, სასიამოვნო არ არის.

ჩვენი ამოცანა არის საქართველოში იყოს წარმოება, საქართველოდან იყოს ექსპორტი და სწორედ ამას ემსახურება ეს ზონა.

ჩვენ ახლა ვქმნით ზონას, რომელშიც იქნება არა მხოლოდ საწყობები, არა მხოლოდ ვაჭრობა, არა მხოლოდ გემების მომსახურება და ა.აშ, არამედ

ფოთში უნდა აშენდეს დიდი აეროპორტი.ზონა, სადაც იქნება წარმოება.

გუშინ რამდენიმე მსხვილი ინვესტორი მყავდა დასავლეთ საქართველოში წაყვანილი.

მე ყველას დავყვები, რათა მათ იცოდნენ ,რაზე იხარჯება დღეს პრეზიდენტის დრო.

ჩემი დრო იხარჯება არა პრემიერ- მინისტრებთან და სააგრეო საქმეთა მინისტრებთან შესახვედრად.

დღეს ყევლაზე მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის ხელის შეწყობა და მათთვის ყველა პრობლემის მოხსნა. ინვესტორები აპირებენ ხობში და აბაშაში აწარმოონ ორგანული სასუქებისაგან თავისუფალი პროდუქცია, რომელიც ფოთიდან გავა ევროპაში.

მეორე ჯგუფი შეისყიდის მთელ ქართულ ვაშლს და ყველაზე საუკეთესო საბავშვო კვება მსოფლიოში იქნება დაფუძნებული ქართულ ვაშლზე.

ერთის მხრივ ჩვენი მწარმოებელი იქნება კმაყოფილი და მეორეს მხრივ ინვესტორი იქნება კმაყოფილი იმით, რომ ის ამოიღებს მის მიერ ჩადებულ ფულს.

ამიტომ ეს ზონა არის გადასვლა დერეფნიდან ძალიან ფართო და ლამაზ სახლის მშენებლობაზე.

ამას უნდა დრო, ამას უნდა სხვადასხვანაირი ხელშეწყობა.

გუშინ, როცა ბათუმში მყავდა ინვესტორები,

ბათუმის აეროპორტთან უკვე მერამდენედ ვნახე წარწერები აჭარის ხედვა 2009. მე გთხოვთ, ვისაც არ უნახია ჩადით და ნახეთ.

ეს იყო გაკეთებული 2005 წელს.

ჩვენ დავახატეთ პლაკატზე ის პროექტები, რომელიც წარმოგვედგინა რომ 2009 წელს აჭარაში განხორციელდებოდა.

ეს არ ყოფილა საარჩევნო პროპაგანდა, პიარი, ეს იყო იმისათვის,რომ ხალხს სცოდნოდა საით მიდოიდა დანგრეული და მიწათან გასწორებული ბათუმი და მთლიანად ეს რეგიონი.

მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად ყველა ის სატრანსპორტო კომუნიკაცია, ყველა ის შენობა, ყველა ის დაპირება, რომელიც ჩვენ იმ პლაკატზე მივეცით აჭარას, უკლებლივ შესრულებულია.

ეს იმათ გასაგონად, ვინც იძახის, რომ ჩვენ მარტოდ დაპირებებს ვიძლევით და არაფერს არ ვაკეთებთ. ყველაფერი გაკეთდა ის კონკრეტული, რაც მაშინ დავპირდით.

ახლა მინდა გითხრათ, როგორი იქნება ჩემი აზრით ხედვა ფოთი და ბათუმი 2013. ეს არის ჩემი საპრეზიდენო ვადის ბოლო დრო.

ვინაიდან მე უკვე მაქვს გამოცდილება როგორ შევასრულო დაპირებები.

2013 წელს ბათუმი და ფოთი იქნება ერთი მეგაპოლისი. ეს ნიშნავს იმას,რომ მომავალი წლიდან ჩვენ მათ დავაკავშირებთ ავტობანით და ეს ნიშნავს,რომ ფოთიდან ბათუმამდე ჩვენ ჩავალთ 25 წუთში.

ფოთში იქნება 50-მდე ცათამბჯენი,დაახლოებით იგივე როგორც დუბაიში,ბათუმში უკვე მომავალ წელს იქნება 10 დუბაის კლასის შენობა.მე არაფერს არ ვაზვიადებ,ეს ყველაფერი შენდება.

ეს იქნება ნახევარმილიონიანი ქალაქი მინიმუმ, დღეს ფოთში არის რამდენიმე ათასი ადამიანი,ბათუმში უფრო ნაკლები.დარწმუნებული ვარ 4 წელიწადში ეს იქნება ნახევარმილიონიანი ქალაქი.

ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი,რომელსაც წარმოებაში და ბიზნესში აქვს ნიჭი გადასახლდება ამ მეგაპოლისში და აითვისებს იქაურობას.

ეს იქნება თითქმის 100%-იანი დასაქმების მეგაპოლისი.

ეს იქნება ყველაზე მაგარი ადგილი სავიზღვისპირეთში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაიბრუნებს თავის ფუნქციას.

ჩვენ იმიტომ დავდივართ ჩვენს არაბ მეგობრებთან, რომ ინვესტიციები ჩაიდოს საქართველოში,

მზად ვარ კიდევ ათასჯერ ჩავიდე იქ, რათა კიდევ ათასი მუშა დავასაქმოთ. როცა ჩვენს მეგობრებთან არაბულ ქვეყნებში ჩავდივართ,თავს ვგრძნობ ძალიან მშობლიურ გარემოში.

მათ აქვთ ბევრი მსგავსი ტრადიცია სტუმართმოყვარეობის, მეგობრობის დაფასების, ერთმანეთის გვერდზე დგომის და ცნობისმოყვერობის.

ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა და ფოთი არის ოქროს საწმისის ადგილი.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის ამ კულტურათა გზაჯვარედინზე.

ჩვენ შეგვიძლია ევროპელებს გადავუთარგმნოთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის ენა და პირიქით მათთვის ვიყოთ პლაცდარმი ევროპისკენ.

ამიტომ მიდის საქართველოსთვის ასეთი ბრძოლა და ამიტომ არის საქართველო ასე მნიშვნელოვანი ბევრისთვის.

ერთი რამ ვიცი, როცა ვლაპარაკობ გურიაზე, საოცარი სიღარიბეა და გაჭირვება გურიაში, სიღარიბეა აჭარის მაღალმთიან რაიონებში.

ის იყო დაიწყო გამოცოცხლება, რომ ომის და კრიზისი შემდეგ ტვირთბრუნვამ დაიწყო შემცირება,მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია.

ჩვენ ვაშენებთ რკინიგზას თურქეთისკენ, ე.ი.ევროპისკენ.

ეს რკინიგზა დასრულდება 2011 წელს.

ჩვენ ავაშენებთ ჩქარ რკინიგზას თბილისიდან ბათუმამდე და მე გაძლევთ სიტყვას, რომ 2013 წლამდე მაქსიმუმ 2,5 საათი ჩახვალ თბილისიდან ბათუმამდე კომფორტული მატარებლით და მთლიანად იქნება ეს ზოლი შეერთებული თბილისთან ავტობანით.

ჩვენ გვექნება დიდი აეროპორტი ფოთში.

გავაფართოვებთ ბათუმის აეროპროტს და ფოთის პორტს, ჩვენ ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოს შავიზღვისპირეთის ზოლზე. ყველაფერს ამას მიებმება აფხაზეთი და სოხუმი.

განვითარების ამ ტემპს შეუძლებელია არ მოჰყვეს პროცესების უკანდატრიალება და შემობრუნება. მით უმეტეს იმ პრობლემების ფონზე,რომელიც აქვს ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს.

მ.სააკაშვილი: ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი რაც კეთდება, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქალაქები იქნება თანამედროვე, კარგი წყალგაყვანილობით, გაზგაყვანილობით.

ისე კი არ იქნება როგორც კომუნისტების დროს, ბაკურ გულუამ რომ ამოაშრო თავის დროზე დაბლობი. მართლა ამოშრება, იმიტომ რომ ნამდვილი ბიზნესი და კაპიტალი იმუშავებს, ხალხი იცხოვრებს უკეთესად.

მთელი ბათუმი გადათხრილია, არ არის სასიამოვნო და ბევრი ადამიანი წუწუნებს, მაგრამ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ბათუმში იქნება გერმანიის დონის საკანალიზაციო სისტემა.

ზუსტად ასეთივეს ვაკეთებთ ფოთსა და ქობულეთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში, ამას უნდა დრო, მოთმინება, სტაბილური ვითარება.

ყველა უნდა გაიმსჭვალოს იმის მნიშვნელობით, რომ შენი ქვეყანაა ეს და აქ ყველაფერი დანარჩენი უნდა გავდოთ გვერდზე. გარწმუნებთ,როცა ჩვენ გვექნება ცათამბჯენები, როცა ჩვენ გვექნება განვითარება,

არავის აღარ მოუვა აზრად საქართველოს დაბომბვა და საქართველოზე შემოტევა. ხომ არავის მოსდის აზრად სამხედრო ძალით სინგაპურს ან ჰონკონგს დაესხას თავს.

შარშან, მიუხედავად ჩემი მრავალწლიანი მცდელობისა ვერავინ ვერ შეამჩნევდა აგვისტოს ომს, როგორც ვერავინ ვერ შეამჩნია 93-94 წლებში აფხაზეთის ომი.

რატომ მოუხდა რუსეთს პირდაპირი ჩარევა, იმიტომ რომ საქართველო იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ობიექტი. კიდევ დაგვჭირდა რამდენიმე კვირა ამ ომის დროს, ბევრმა პირველად გაიგო მსოფლიოში თუ რა იყო საქართველო.

მე არ მინდა საქართველოს სახელი ომის შემდგომ გაიგოს ხალხმა.

მე მინდა საქართველო იყოს ისეთივე, როგორც ჰონკონგი, სინგაპური, დუბაი.

ის, რომ თბილისის შემოსასვლელში შენდება იმხელავე სავაჭრო ცენტრი,როგორიც არის აბუ დაბიში,მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, ეს თავმოწონებისთვის კი არ მინდა.

ეს ნიშნავს იმას, რომ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე დასაქმდება.

ჩვენი ხალხი იცხოვრებს უკეთესად.

ჩვენი შვილები ისწავლიან უკეთეს სკოლებში, ვიმკურნალებთ უკეთეს დაწესებულებებში.

ვიამაყებთ იმით, რომ საქართველო ქმნის პროდუქციებს და გააქვს მსოფლიო ბაზრებზე. 2004 წელს, როცა მე პრეზიდენტი გავხდი, მთავარი ექსპორტი საქართველოსი იყო ჯართი.ეხლა კი, მე-9 ადგილზეა.

მთვარი საჩვენებელი იყო ძველი ნანგრევები საწარმოსი. მაგრამ მაშინ კრიზისი არ იყო და მოახერხა მთავრობამ ყველაფერში ჩაფლავება.

ჩვენ პირიქით მსოფლიო კრიზისის ფონზე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

ეს ჩემი მთავარი ამბიციაა. საქართველოს მთავრობა ამისთვის უკან არაფერზე არ დაიხევს.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,რომ საქართველოს განვითარება და სტაბილურობა გაძლიერდეს.

მინდა მივესალმო ამ განსაკუთრებულ გუნდს, რომელიც ჩვენმა მეგობრებმა ჩამოიყვანეს, ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური გუნდია, ეს ხალხი არის დასაფასებელი. ამ ხალხმა არც ომის დროს შეაჩერა მუშაობა.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მეგობრობა არის მყარი, რომელიც გაგრძელდება და მიიღებს მუდმივ ხასიათს.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)