Google+

სიახლეები

10.07.2008
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ბრიფინგი 

საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ბრიფინგი გაიმართა.

მიხეილ სააკაშვილი: „მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ თბილისში. ვფიქრობ თქვენი ვიზიტი არის ძლიერი ნიშანი იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის არის მტკიცე პარტნიორობა. ეს პარტნიორობა ემყარება ჩვენს ერთობლივ ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. შესაბამისად, ამერიკა არის ნომერ პირველი ინვესტორი საქართველოში, მაგრამ ჩვენი პარტნიორობა დამკვიდრებულია ღირებულებებზე. ეს არის მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს. ეს ღიცირებულებები უკავშირდება დემოკრატიას, თავისუფლებას და მთელი მსოფლიოს მაშტაბით დემოკრატიისა ად თავისუფლების განმტკიცებას. საქართველო ამ ყველაფრის წარმატებული მაგალითია. ჩვენ ვართ თავისუფლებისა და დემოკრატიის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილზე. ეს არის ნამდვილად დიდი წარმატება, რომ საქართველო დღესდღეობით წარმატებული ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, რომელიც რეგიონში ენერგორესურსების მიმწოდებელის, შესაბამისად ჩვენ ვართ ინვესტიციების მიმღები. საქართველოში უცხოური ინვესტიციები ძალიან დიდი რაოდენობით არის შემოსული და ეკონომიკის წარმატებებიდან გამომდინარე შემოსავლები თქვენი ბოლო ვიზიტის მერე სამჯერ გაიზარდა. მაგრამ გარდა ამისა დემოკრატიის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით აი რეგიონში ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული. ჩვენ ნამდვილად მადლიერები ვართ თქვენი მხარდაჭერისა. ყველა ამ ძალისხმევის თვალსაზრისით, დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის, ჩვენი სამშვიდობო გეგმისათვის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით. ამას გარდა, თქვენ მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არესებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. ასეთი მხარდაჭერის გარეშე ალბათ ძალიან რთული იქნება ყველაფერის გაკეთება და კიდევ უფრო გართულდებოდა ყველაფერი, რომ არ ყოფილიყო თქვენი მხარდაჭერა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლდობა აქ ყოფნისათვის.

კონდოლიზა რაისი: „დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა ასევე რომ მესალმებით ამ შესანიშნავ ქალაქში - თბილისში. ეს ნამდვილად ფანტასტიური ქალაქია. დიდი მადლობა გუშინდელი სადილისთვის. ჩვენ აივნიდან ვხედავდით ამ მშვენიერ ქალაქს. შემიძლია აღვნიშნო, რომ შესანიშნავი ხედები იყო. გუშინდელ საღამოზე მე მოვისმინე ჯაზის საუკეთესო შემსრულებლის მიერ შესრულებული მუსიკა. ის 12 წლის ბიჭი იყო. მე მოვისმინე საუკეთესო ჯაზი, რომელიც მე ოდესმე სადმე მომისმენია დღეს საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი საუბარი და მსურს გავიმეორო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მისი დემოკრატიული განვითარების ერთგული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტები სამხრეთ- ოსეთსა და აფხაზეთში მოგვარდეს, რომელიც პატივს სცემს მშვიდობის პრინციპებს. მე აღვნიშნე ჩვენი შეშფოთება იმ ძალადობის თაობაზე, რომელიც არცერთი მხრიდან აღარ უნდა იყოს. მეგობართა მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მოგვარდეს ეს პრობლემები. იცით, რომ დროდადრო ჩვენ აღშფოთებულები ვართ იმ ქმედებებით, რომელიც რეგიონში ხდება ხოლმე. ზოგიერთი ქმედება,რომელიც რუსეთის მხრიდან ხორციელდება, არ უწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. მშვიდობის პროცესი უნდა გაგრძელდეს და ჩვენ, ჩვენს კოლეგებთან ერთად მოხარულები ვიქნებით ინტენსიურად ვიმუშაოთ არსებული კონფლიქტის მოგვარებისთვის. მინდა მადლობა გითხრათ იმ წვლილისათვის, რომელიც საქართველოს გლობალურად შეაქვს დემოკრატიის წარმატებით განვითარებისათვის. თქვენი სამხედრო ძალები ჩვენ სამხედროებათან ერთად მუშაობენ ერაყში, სადაც თქვენ გქონდათ თქვენი სამხედროების დანაკარგი. საამაყოა თქვენი ვაჟკაცური ნაბიჯები. ქართველი ჯარისკაცები კარგად და ეფექტურად იბრძვიან. ისინი კარგად არიან გაწვრთნილნი. მათ მაღალი მორალი აქვთ. ჩვენი სამხედროები მართლაც ამაყობენ იმით, რომ მათთან ერთად მსახურობენ. ბოლოს მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციი ს წარმომადგენლებს. როგორც ჩვენ ვისაუბრეთ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აგრძელებს განვითარებას დემოკრატიული ინსტიტუტების, ძლიერი პარლამენტისა და ძლიერი მედიიის, ასევე ძლიერი, დამოუკიდებელი სასამართლოსი. მნიშვნელოვანია, საფუძველი, რომელიც გახდება ფუნდამენტი დემოკრატიისა საქართველოში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვმეგობრობთ საქართველოსთან უკვე მრავალი წლის განმავლობაში.

ტელეკომპანია „რუსთავი-2" ვაკო ავალიანი

როგორ შეიძლება აისახოს სოჭის ოლიმპიადაზე ის მოვლენები, რომლებიც აფხაზეთში ვითარდება? (ვგულისხმობ აფეთქებებს, შეტაკებებს)

კონდოლიზა რაისი: „ძალადობა უნდა შეწყდეს. მე ვახსენე პრეზიდენტთანაც. არ უნდა იყოს ძალადობა, არ უნდა იღუპებოდეს უდანაშაულო ადამინები, ყველა მხარემ უარი უნდა თქვას ძალადობაზე, როგორც ვარიანტზე. უნდა იყოს მშვიდობიანი გზები მოძებნილი, ამისათვის ვმუშაობთ ჩვენ.

მიხეილ სააკაშვილი: „რაც შეეხება სოჭის ოლიმპიურ თამაშებს, ეს ყველაფერი უკავშირდება რეგიონში არსებულ უსაფრთხოებას. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ შეიქმნება ერთობლივი კომიტეტი რუსეთის ფედერაციასთან. უნდა შეიქმნას უსაფრთხო გარემო. ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ ოლიმპიურ თამაშებს, მოგვარებული უნდა იყოს. ჩვენ ამ წინადადების შემოთავაზებას ოფიციალურად გავაკეთებთ. ხელი უნდა შევუწყოთ ამ ოლიმპიური თამაშების მოწყობას და თავიდან უნდა ავიცილოთ ნებისმიერი ესეთი პროლებლემები. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის კარგი შანსი იმისათვის, რომ რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს.

სააგენტო „როიტერი" აშად მუჰამედი

ქალბატონო სახელმწიფო მდივანო - გუშინ თქვენ საუბრობდით, რომ ამერიკა უყურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც დაურღვეველს, რუსეთის თვითმფრინავებმა დაარღვიეს საჰაერო სივრცე საქართველოში, თქვენი შეფასება ამ საკითხზე - რატომ შეეძლო რუსეთს ასეთი ქმედების ჩადენა, ნებისმიერ სხვა ქმედებებთან ერთად, რომლებსაც ისინი ჩადიან საქართველოს მიმართ? რამდენად შეიძლება გაწუხებდეთ თქვენ ის ძალადობები, რომლებიც ხდება აფხაზეთში, რამეთუ ეს შეიძლება გადაიზარდოთს ფართო საომარ ქმედებებში და გარდა ამისა, რა იდეები გაქვთ იმისათვის, რომ გააქტიურდეს ორმხრივი მოლაპარაკებები?

პრეზიდენტ სააკაშვილთან მაქვს შეკითხვა: თქვენი შეფასება რუსეთის მოტივებთან დაკავშირებით.

კონდოლიზა რაისი: „მე ვერ ვისაუბრებ ამ კონკრეტულ ინციდენტზე, რომელიც მოხდა გუშინ. ეს იყო ადრეც, რომლის შესახებაც შეერთებულმა შტატებმა ისაუბრა.

მე არ ვაპირებ ვიმსჯელო რუსეთის მოტივებზე.მე შემიძლია ვისაუბრო ქმედების შედეგებზე.რუსეთი არის მეგობრობის ჯგუფის წევრი. ის უნდა მოიქცეს ისეთი ფორმით, რომ იყოს მონაწილე პრობლემის მოგვარებისა. მიმაჩნია, რომ გზები უნდა იყოს მშვიდობიანი. საქართველომ უნდა განავითაროს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. აფხაზები იმსახურებენ იმას,რომ იცოდნენ როგორი მომავალი ელოდებათ და როგორი პერსპექტივები აქვს.

მიხეილ სააკაშვილი: „მინდა დავუბრუნდე გუშინდელ ინციდენტს. რუსეთის თვითმფრინავები საკმაოდ ახლოს მოვიდნენ დედაქალაქთან. იქნებ ისინი ესალმებოდნენ სახელმწიფო მდივანს, მაგრამ ჩვეულებრივი საჰაერო ძალები მსგავს რამეებს არ აკეთებენ. რეალურად კი, ეს არის ძალიან ცუდი სიტუაცია და ამას აქვს მუდმივი ხასიათი. ძირითადი საკითხი უკავშირდება იმას, რომ რუსეთი აღარ აღიარებს საქართველოს იურისდიქციას ამ ტერიტორიაზე, შესაბამისად ასეთი რაღაცეები არ უნდა მოხდეს ევროპაში - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს არის სერიოზული გამოწვევა. რა აარის მოტიტვაცია -რუსები, როგორც საჯაროდ, ასევე კერძო ურთიერთობებეში აღნიშნავენ, რომ ეს არის მათი რეაქცია ნატოსთან დაკავშირებით, ეს არის რეაქცია კოსოვოს მიმართებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეს არის რეაქცია, როცა აშშ აქტიურად გვმოთვავს თავის ინტერესს ამ რეგიონში. როცა ვსაუბრობთ აფხაზეთის რეგიონზე, ეს არის ადგილი, საიდანაც 450 ათასი ადამიანი იქნა განდევნილი თავიანთი საცხოვრებული ადილებიდან. ეს ძალიან ბევრს ავიწყდება. ეს იყო კატასტროფული ეთნიკური წმენდა, რომელიც მე-20 საუკუნეში მოხდა. გაეროს უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია და დაგმო მათი ქმედებები. ეს არის რეგიონი,სადაც 20% ადგილობრივი მოსახლეობისა იქნა განდევნილი. ჩვენ გვჭირდება მოვაგვაროთ ეს პროცესები 21-ე საუკუნის ხედვიდან გამომდინარე. ამერიკის როლი მეტად მნიშვნელოვანია -ხელი შეუწყოს დემოკრატიისა და თავისუფლები განვითარებას. ეს პირობები უნდა მიეცეს აბსოლუტურად ყველას. ეს არის ჩვეკნი სიძლიერე. ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში,რომ მრავალეთნიკური და კულტურული დემოკრატია არის ყველაზე მნიშვნელოვანი აყვავებისათვის. ამას ჩვენ მივაღწევთ ამერიკის დახმარებით.

რადიო „ბლუმბერგი" ელენე ბოდველი

ქალბატონო რაის - რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს ამერიკა ევროკავშირთან ალიანსში, რათა წერტილი დაესვას ამ ძალადობებს?

ასევე შეკითხვა პრეზიდენტ სააკაშვილს -აპირებს თუ არა სააქრთველოს მხარე, რომ ეკონომიკური ზომები გადადგას და ეს იქნება როგორც პასუხი რუსეთის ქმედებებისადამი.?

კონდოლიზა რაისი: ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს ძალიან, მჭირდოდ მეგობარ წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით გერმანელებთან, რათა დააბრუნოს სამშვიდობო პროცესი უკან. ბატონი მეთიუ ბრაიზა იყო ჩამოსული, იგი საუბრობდა იმ იდეებზე, რომელიც შეიძლება გახდეს საფუძველი პრობლემების მოხსნის. ვაპირებ მქონდეს საუბრები მაღალ დონეზე, არის მოსაზრებები ესკალაციასთან დაკავშირებით, არის მოსაზრებები აფხაზეთის იზოლაციასთან დაკავშირებით. ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, ეს უნდა იყოს ინტენსიური საუბრები მაღალ დონეზე.

მიხეილ სააკაშვილი: მნიშვნელოვანია, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ყველა არსებული ჯგუფი ჩაებას ამ პროცესებში.ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამ ხალხს ხმა მივაწვდინოთ. ვისაუბროთ იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯი, შესაბამისად ისინი არ აღიარებენ საზღვრებს. ასეთი რაღაცეები შეიძლებოდა მომხდარიყო გასულ საუკუნეში. ასეთი მაგალითები კარგი ხელისუფლებისა და კარგი რეჟიმების პერიოდში არ გადადგმულა. მე არ დავასახელებ, რაზეც არის საუბარი. ჩვენ არ გვსურს განმეორდეს წარსულის მაგალითები. უნდა გავიხედოთ წინ, იმისათვის, რომ ახალი გზები გამოვნახოთ პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენ ვცდილობთ ხმა მივაწვდინოთ აბსოლუტურად ყველა საზოგადოებრივ ჯგუფს, რომ გაგრა არის ის ადგილი, საიდანაც მოსახლეობის 95 პროცენტი განდევნილი იქნა. აბსოლუტურად ყველა ქართული სახელმძღვანელო იქნა დამწვარი. გაგრა ძალიან ახლოს არის ოლიმპიურ ადგილთან. ჩვენი სურვილია, რომ ოლიმპიური თამაშები ჩატარდეს, ჩვენი სურვილია მშვიდობამ დაისადგუროს. ჩვენ გვინდა ამ რეგიონში მაცხოვრებელს ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა. ქალბატონმა რაისმა თქვა, რომ ჩვენ არა მხოლოდ ნორმალიზაცია უნდა მოვახდინოთ, არამედ ჩვენ გვჭირდება სასარგებლო ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირები, ვსაუბრობ ემოციურ, კულტურულ კავშირებზე. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს ვალდებულებას როგორც ჩვენი თავის, ასევე ჩვენი მომავალი თაობისადმი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, თუმცა გვაქვს ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესები. ჩვენ შესაბამისად აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ დემოკრატიული გზების შექმნაში. დემოკრატიული პროცესები უნდა იყოს მშვიდობიანი და დაცული უნდა იყოს ნაციონალური ინტერესები. ყველაფერი სამშვიდობო ზომების მიხედვით უნდა მოხდეს და ამ ყველაფერს უნდა მივაღწიოთ ჩვენი მეგობრების - ამერიკელების დახმარებით.

სააგენტო „AP" ენ ჯირანი

გუშინ ირანელებმა რაკეტების ტესტირება მოახდინეს. ეს იყო მესიჯი ისრაელისადმი, რომ ეს რაკეტები მიმართულია ისრაელისადმი. შესაბამისად მიმართული იქნებოდა თელავივისადმი? რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ეს განცხადება?

კონდოლიზა რაისი : „მე არ ვაპირებ გავაგზავნო გზავნილი ირანის მთავრობასთან. ჩვენ გავაგზავნეთ გზავნილი გაეროს მეშვეობით, რომ ირანი არღვევს საერთაშორისო ვარლდებულებებს. ის უნდა დაბრუნდეს სწორ გზაზე. ჩვენ ასეთივე გზავნილებს ვაგზავნით ირანის მიმართულებით, რომ ჩვენ დავიცავთ უსაფრთხოებას თავად ყურის ადგილას. თითოეული სიცოცოხლე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ თოთოეულმა ადამიანმა შეძლოს თავის დაცვა. ჩვენ ვიყურებით მომავალისაკენ ამერიკის მიზნებში შედის უზრუნველყოს ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოება. ირანმა არ უნდა მოახერხოს უგუბელყოფა საერთაშორისო თანამეგობრობისა, არის ფორმატი - ირანი უნდა დაბრუნდეს სწორ გზაზე. ამერიკის წინააღმდეგ საფრთხეები არ მოუტანს კარგს. პრეზიდენტმა ისაუბრა ჩვენს მეგობრობაზე. მინდა იცოდეთ, ჩვენ ვისაუბრეთ ასევე საქართველოს მიზანმისწრაფებებზე. ამერიკა მხარს უჭერს სააქრთველოს ევროატლანტიკრ ინტეგრაციაში გაწევრიანების სურვილს. ეს გზა არის კონტექსტი, რომლის მეშვეობით თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია ააგოს მეტი დემოკრატია. აშშ მუშაობდა ბუქარესტში, რათა მხარი დაეჭირა საქართველოს ამ ალიანსში გაწევრიანებისთვის.

მიხეილ სააკაშვილი: „ეს უნდა იყოს დიდი გამარჯვება ბუშის ადმინისტრაციის. საქართველომ და უკრაინამ უნდა მიიღოს მაპი. ჩვენ მადლიერები ვართ ყველაფრისათვის.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)