Google+

სიახლეები

10.10.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

მიხეილ სააკაშვილი:

"ჩვენ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ვმუშაობდით, გვქვს პოზიცია და ვფიქრობ, მსოფლიოში ყველა ნორმალური ადამიანის პოზიცია ასეთია - რომ აგვისტოს თვეში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა ბარბაროსული აგრესია, რომელიც დიდი ხნის წინ იყო მომზადებული და მისი მიზანი საქართველოს ნაწილებად დაყოფა იყო.

პრაქტიკულად , საქართველო აგრესიის შედეგებისა და ამ აგრესიის გაგრძელების ქვეშ იმყოფება.

ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვიმუშავეთ და მივაღწიეთ რამდენიმე ეტაპობრივ შეთანხმებას,

ყველაფერი, რაც რუსებმა გააკეთეს, თავიდან ბოლომდე იყო უკანონო.

პირველი უკანონო ნაბიჯი, რაც მათ გადადგეს ეს ე.წ. ბუფერული ზონების შექმნა იყო. რაც ძირითადად, ერთი ზონისა - ახალგორი, გაუქმებულია.

მეორე საკითხი არის სტატუსკვოს დაბრუნება და ეს არ არის სტატუსკვო 7 აგვისტომდე არსებული სტატუსკვოსადმი დაბრუნება . რა თქმა უნდა, ეს ჯერ არ განხორციელებულა და ჩვენ ამაზე ვაპირებთ

ვიმუშაოთ ფრანგებთან და ჩვენს მეგობრებთან, მათ შორის ჟენევაში დანიშნულ მოლაპარაკებებზეც.

საბოლოო ჯამში, ეს საქართველოს დეოკუპაციაა .

საქართველოს ორი ტერიტორია ოკუპირებულია რუსული სამხედრო მანქანის , რუსეთის სახელმწიფოს მიერ.

მათ განახორციელეს უკანონო სამართლებრივი აქტები ამ ტერიტორიების მიმართ.

საქართველო არასდროს არ შეურიგდება არც აგრესიას და არც ოკუპაციას.

ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის და დეოკუპაციისთვის გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, ამასთან დაკავშირებით, არავის არანაირი ილუზა არ უნდა ჰქონდეს.

ჩვენ არასდროს არ შევეგუებით ბარბაროსული მე-20 საუკუნის ყველაზე უარესსა და მე-19- მე- 18 საუკუნის ბარბაროსული მეთოდებით ჩვენი ქვეყნის დანაწევრებას.

საქართველოს ისტორიაში ასეთი მცდელობა ძალიან ბევრი გვქონდა,ზოგიერთი მათგანის სახელები მხოლოდ ისტორიკოსებს ახსოვთ, საქართველო ისევ არსებობს და გააგრძელებს არსებობას.

ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი ევროპელი მეგობრების, მადლობელი ვართ იმისათვის, რომ მთელი ევროპა ჩართულია ამ პროცესში.

ქართველმა ხალხმა, საუკუნებიის განმავლობაში პირველად იგრძნო, რომ არ ვართ მარტო იმ საკითხებში, რომელიც ჩვენ გვეხება. ჩვენ მარტო არ დავრჩით პირისპირ ამ აგრესიის წინაშე.

მინდა ხაზი გავუსვა ფრანგული დიპლომატიის ძალიან ბევრ მცდელობას და ძალიან დიდ ჩართვას, ასევე იმას,

რომ ბევრი ჩვენი მეგობარი ევროპაში დაკავებულია ამ საქმით. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იყო პირველი საერთაშორისო საპარლამენტო ორგანო,

რომელმაც დააფიქსირა ეთნიკური წმენდა ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ჩვენ აფხაზეთთან მიმართებაში დაგვჭირდა 15 წელი,

სანამ გენერალურმა ასამბლეამ მინიშნება გააკეთა ეთნიკურ წმენდაზე.

ევროპის საბჭოს რეზოლუციაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, გარდა სახვა მომენტებისა, არის ის,

რომ პირველად, ძალიან ოპერატიულად დაფიქსირდა ეთნიკური წმენდა საქართველოს ტერიტორიაზე.

ჩვენ ვითხოვთ ევროპის კავშირისგან მისიის გამოგზავნას, რათა,

შესწავლილი იქნას ეთნიკური წმენდის ფაქტები და ეთნიკური წმენდის შედეგები იქნას უკან დატრიალებული, ჩვენ ამას არასოდეს არ შევეგუებით.

მე მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და დიდი მადლობა გითხრათ აქ ჩამოსვლისთვის."

ბერნარდ კუშნერი:

''იმ მძიმე დღეებში სარკოზის დავალებით, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი მოსკოვიდან ჩამოვედი, რათა მიგვეღწია ომის შეჩერებისათვის .

ვფიქრობ,

რომ ჩვენ შეძლებისდაგვარად სწრაფად შევძელით ომის შეჩერება. რაც პირველ რიგში უნდა გაგვეკეთებინა.

მივაღწიეთ ცეცხლის შეწყვეტას.

რასაკვირველია, მე ვეთანხმები ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ ყველაფერი არ არის მიღწეული.

ეს არ არის ყოვლის მომცველი დოკუმენტი, მაგრამ მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თავად აღნიშნეთ ის ფაქტი, რომ 15 ოქტომბერს გაგრძელდება ეს პროცესი, რადგან გრძელი გზაა გასავლელი.

მთავარია ის, რომ დღეს შეგვიძლია ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ ძირითადი ტერიტორიიდან რუსები გავიდნენ, მაგრამ მე კარგად ვიცი, გეთანხმებით, რომ ყველაფერი არ დასრულებულა.

ვიცი, რომ ახალგორის რაიონი რჩება კიდევ გასანთავისუფლებელი, მაგრამ ქალბატონებო და ბატონებო, პრეზიდენტო,თავად ისურვეთ, რომ ორ კვირაში ჩამოგვეყვანა ევროკავშირის დამკვირვებლები.

ჩვენ ეს შევძელით, ახლა ისინი უკვე საქართველოში იმყოფებიან და მათ უკვე დაადასტურეს, რომ რუსეთის ჯარები გადიოდნენ ქვეყნიდან და დაადასტურეს, რომ დოკუმენტი სრულდებოდა.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს არ არის დასრულებული პროცესი და ჩვენ კიდევ მოგვიწევს პროგრესის დადასტურება და ბოლომდე მიყვანა რომელიც დღეს უკვე სახეზეა.

იმ ექსპერტების მონაწილეობით, რომლებიც ჟენევაში მიიღებენ მონაწილეობას, გაგრძელდება ამ საკითხებზე მსჯელობა, ჩაერთვება ევროკავშირი , სხვა პარტნიორი ორგანიზაციები.

ვფიქრობ, რომ ამ პროცესისთვის ყველა საჭირო ზომები იქნება მიღებული.

რასაკვირველია ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის მიღწეული, მაგრამ ვაგრძელებთ ამ პროცესს. დღეს შევხვდი დევნილებს, ვიცი რომ ყველაფერი არ არის დასრულებული,

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი მშობლიურ სახლებს დაუბრუნდნენ. საფრანგეთი მზადაა გააგრძელოს ევროკავშირის სახელით,

უკვე ორშაბათს ლუქსემბურგში ევროკავშირის სხდომა .მე მათ წარვუდგენ ჩემს ანგარიშს იმის შესახებ, რაც ვნახე საქართველოში."

ჟურნალისტი: "ბატონო ბერნარ, თქვენ საუბრობდით, რომ არ არის ყველაფერი დასრულებული, მაგრამ მე მინდა გკითხოთ, საქართველოს ტერიტორიაზე ახალგორში, პერევში,

ზემო აფხაზეთში, ისევ დგანან ოკუპანტები. ამ ფონზე როგორ მიგაჩნიათ რამდენად სრულად და ბოლომდე შეასრულა რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები,

მაშინ როდესაც ხელშეკრულებაში ნათლად არის დაფიქსირებული,რომ მათ 7 აგვისტოს სტატუსკვომდე უნდა მიეღწიათ?"

ბერნარდ კუშნერი: "მართალი ბრძანდებით, შეთანხმება გულისხმობდა ჯარების გაყვანას კონფლიქტის ყველა ზონიდან, მათ შორის ახალგორის რაიონიდან, სოფელი პერევიდან და სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი .

ცალსახად ახალგორის რაიონზე შეთანხმებაში არ იყო საუბარი, მაგრამ ლაპარაკი იყო კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯარის გაყვანაზე."

ჟურნალისტი: "ევროკავშირმა საქართველოში ომის შეჩერების დიპლომატიური პროცესი წამოიწყო, რუსეთი ასრულებს თუ არა პირობას?

ქართველები ამბობენ , რომ ეს გახლავთ ქართული რეგიონი და ის არ ეკუთვის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიას და ისინი მოითხოვენ,

რომ რუსები გავიდნენ ახალგორიდან 10 ოქტომბრამდე. ეს არის ქართველების პოზიცია, რა მოხდება თუ რუსები არ შეასრულებენ ამ მოთხოვნას?"

ბერნარდ კუშნერი: "არაერთი შეხვედრა სარკოზი, მედვედევი,სააკაშვილისა, ჩვენ მივიჩნიეთ და შეიძლება შევცდით მაშინ,

როცა პრეზიდენტ სარკოზიმ და მედვედევმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ რუსები გასულები იყვნენ ძირითადი კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ჩვენ ახლა ვთქვით, რომ მართალია ძირითადი ტერიტორიიდან გავიდნენ, მაგრამ ისინი რჩებიან ახალგორის რეგიონში.

ეს რჩება პრობლემად და სწორედ ამიტომ ვამბობთ რომ ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები ამ საკითხს უნდა დაუბრუნდეს."


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)