Google+

სიახლეები

15.05.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს სამიტზე დასასწრებად ვარშავაში გაემგზავრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მესამე სამიტზე დასასწრებად ვარშავაში გაემგზავრა.

სამიტი 16 მაისს გაიხსნება. პირველი პლენარული სხდომის თემა "ერთიანობა - ევროპული ფასეულობები" იქნება, ხოლო მეორე პლენარული სხდომისა კი - "გამოწვევები ევროპული საზოგადოებებისათვის". ამავე დღეს საქართველოს პრეზიდენტი სამიტის მონაწილეებს მიმართავს.

ვიზიტის მსვლელობისას ხელი მოეწერება მთელ რიგ დოკუმენტებს, რომლებიც ტერორიზმის აღკვეთის, დანაშაულებრივი შემოსავლების გათეთრების, ჩხრეკის, ამოღების, კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსებისა და ადამიანებით ვაჭრობის საკითხებს შეეხება. ამას გარდა, დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის მეთაურებთან.

საქართველოს დელეგაციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები არიან.

საქართველოს დელაგაცია თბილისში 17 მაისს დაბრუნდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)