Google+

სიახლეები

16.05.2005
ვარშავაში ევროპის საბჭოს ქვეყნების ორდღიანი სამიტი გაიხსნა

დღეს პოლონეთის დედაქალაქი ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების ორდღიან სამიტს მასპინძლობს. სამიტში 46 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვარშავაში გუშინ ჩავიდა. მას თან ახლავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი და დელეგაციის სხვა წევრები.

დღეს მიხეილ სააკაშვილი ლატვიის პრეზიდენტს ვაირა ვიკე-ფრეიბერგას შეხვდა. დაგეგმილია შეხვედრა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გეორგი პარვანოვთან, ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან კიელ მაგნე ბონდევიკთან და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რობერტ ქოჩარიანთან.

სამიტის გახსნამდე ვარშავის ცენტრში საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი და ჩამოსული სტუმრებიც დაესწრნენ, მათ შორის, საქართველოს, მოლდოვას და ლიტვის პრეზიდენტები.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)