Google+

სიახლეები

17.06.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით 18 ივნისს ბაქოში სუამის სახელმწიფოთა მეთაურთა სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება.

18 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა პოლონეთისა და ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტებთან.

19 ივნისს დაგეგმილია სუამის სახელმწიფოთა მეთაურების პლენარული სხდომა, რის შემდეგაც ერთობლივ დეკლარაციას მოეწერება ხელი.

მოგვიანებითკი, სუამის ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი მიმხეილ სააკაშვილი სამშობლოში 19 ივნისს დაბრუნდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)