Google+

წერილები და მიმართვები

24.10.2011
საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 23 ოქტომბერს თურქეთის პროვინციაში - ვანში ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის გამო.

საქართველოს პრეზიდენტი შეძრა იმ უბედურებამ, რომელიც თურქეთს დაატყდა თავს - იმსხვერპლა ადამიანთა სიცოცხლე, აზარალა ქვეყნის მოქალაქეები და ზიანი მიადგა ქვეყნის ეკონომიკას.

მიხეილ სააკაშვილი ქართველი ერის სახელით, უთანაგრძნობს თუქეთის მთავრობას, თურქ ხალხს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახებს.

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით, ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროებისამებრ დაეხმაროს მოძმე თურქ ერს, რაც ასეთ კრიტიკულ მომენტებში ძალზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი, მით უფრო, მეგობარი ქვეყნისთვის.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code