სამართლებრივი აქტები
30.07.2013
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება მსჯავრდებულ თენგიზ გულის ძე გუნავას შეწყალების შესახებ
N 30/07/02 2013 წლის 30 ივლისი ქ.თბილისი
საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყალებულ იქნეს თენგიზ გულის ძე გუნავა, დაბადებული 1976 წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გათავისუფლდეს სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა) შემდგომი მოხდისაგან და მოეხსნას ნასამართლობა.
მიხეილ სააკაშვილი