სამართლებრივი აქტები
09.02.2012
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება გურამ ტატიშვილის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოების შესახებ
N 09/02/01 2012 წლის 9 თებერვალი ქ. თბილისი
საქართველოში მედიცინის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქირურგიის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე გურამ ტატიშვილი დაჯილდოვდეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.
მიხეილ სააკაშვილი