Google+

სამართლებრივი აქტები

26.04.2011
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება

# 18/04/05   2011 წლის 18 აპრილი,  თბილისი

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის

(მეურვის) კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის

გამოცხადების შესახებ

 

  • 1. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, 2011 წლის 26 აპრილიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
  • 2. სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველას კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში.
  • 3. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება.
  • 4. მეურვეობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის ღია კონკურსის სამდივნოში (მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. N1 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია) წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან  ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა;

ბ) ავტობიოგრაფია ან CV;

გ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;

დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

ვ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო სამეურვეო საბჭოს წევრისათვის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს.

  • 5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 10 დღეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს სამეურვეო საბჭოს წევრობის (მეურვის) კანდიდატების სიის გამოქვეყნება.
  • 6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღია კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას ღია კონკურსის სამდივნო და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო ღონისძიებები. 

მიხეილ სააკაშვილი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code