Google+

დოკუმენტები

15.05.2013
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ

N15/05/02        2013 წლის       15 მაისი       ქ. თბილისი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

დიმიტრი ძაგნიძე

-

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, კომისიის თავმჯდომარე

დავით უმეკაშვილი

-

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის უფროსი

გოჩა გვარამია

-

არასამთავრობო ორგანიზაციის „გრუზია ონლაინის“ დირექტორი

ლევან გაბრიჩიძე

-

არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი.

მიხეილ სააკაშვილი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code