დოკუმენტები
15.05.2013
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება 2013 წლის 16 მაისის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ
N 15/05/01 2013 წლის 15 მაისი ქ.თბილისი
1. ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას 2013 წლის 13 მაისს ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად საქართველოში 2013 წლის 16 მაისი გამოცხადდეს გლოვის დღედ.
2. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2013 წლის 16 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნას სახელმწიფო დროშები.
მიხეილ სააკაშვილი