Google+

დოკუმენტები

28.02.2012
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

N 149    2012 წლის  28 თებერვალი   ქ. თბილისი

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებით (სსმ, III ნაწ., 2006 წ., №88, მუხ. 1168) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                       მიხეილ სააკაშვილი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code