Google+

ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივა

10.11.2011
"Don't Worry, Be Healthy!" ჭიათურაში

2011 წლის 10 ნოემბერს, ჭიათურის სკოლა–ლიცეუმ „ნილემში“ სასკოლო ღონისძიება და სპორტული შეჯიბრება გაიმართა, რომელიც განხორციელდა საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don't Worry, Be Healthy!“ –ს ფარგლებში.

ერთ საათიანი პროგრამის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები, მოგვიანებით კი გადაინაცვლეს სკოლასთან მდებარე მოედანზე, სადაც სპორტული შეჯიბრი გაიმართა.

შეჯიბრი ჩატარდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისა და გადაცემა “გუნდის” მხარდაჭერით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 64 - მა მოზარდმა. ოთხი გუნდიდან გამარჯვებულ გუნდს ქალბატონმა სანდრამ პირველი ლედის სპეციალური პრიზი გადასცა.
 
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის თოჯინა-პერსონაჟებმა – ნიკამ და ნუცამ, რომლებიც წამყვანთან ერთად ამხნევებდენ შეჯიბრის მონაწილეებს.
 
სასკოლო ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სპორტისა და ფიზიკური აქტივობის მიმართ.
 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code