Google+

ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივა

06.07.2011
პირველი ლედის ვიზიტი პატრიოტთა ბანაკში

2011 წლის 1 ივლისს ანაკლიის საზაფხულო ბანაკში პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი შეხვდა "პატრიოტებს" და ისაუბრა ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, კერძოდ კი თამბაქოს მავნებლობაზე, გარემოს დაცვაზე, საგზაო უსაფრთხოებაზე, ჯანსაღ კვებასა და სპორტის მნიშვნელობაზე.

ვიდეო რგოლების მეშვეობით პატრიოტებს მიეწოდათ ინფორმაცია ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვასთან დაკავშირებით და დაურიგდათ საინფორმაციო მასალები.

შეხვედრა იყო ინტერაქტიული და მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. პირველმა ლედიმ შეკითხვები დაუსვა პატრიოტებს სისხლში ალკოჰოლის დასაშვები ნორმისა და თამბაქოში ქიმიური დანამატების რაოდენობის შესახებ. გამარჯვებულ კონკურსანტებს - თამარ მამაცაშვილსა და კარლო მიქანაძეს ქალბატონმა სანდრა ელისაბედ რულოვსმა გადასცა სტინგის კონცერტზე დასასწრები ბილეთები.

აღნიშნულ ღონისძიებაზე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციების - კავკასიის სოციალური მარკეტინგის ასოციაციასა (CSMA) და ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაციის (GYDEA) მეშვეობით ახალგაზედებს ჩაუტარეს სემინარი აივ/შიდსის, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებისა და ნარკომანიის შესახებ. სპეციალურად ბანაკებისთვის მომზადდა 2 საათიანი კურიკულუმი, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო ლექციებს, დისკუსიებს და როლურ თამაშებს.

ღონისძიების დასასრულს ჯგუფი "ვეტმონის" მიერ ახალგაზრდებისთვის შესრულდა სიმღერა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სახელწოდებით - " Don't Worry, Be Healthy!", რომელიც შეიქმნა პირველი ლედის ინიციატივის ფარგლებში.

ღონისძიება განხორციელდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

 

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code