Google+

ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივა

27.04.2011
კონკურსის შედეგები

საქართველოს პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don't Worry, Be Healthy!"-ს კონკურსის შედეგად კომისიის წევრებმა, გამოავლინეს გამარჯვებული მელოდიისა და პერსონაჟების ავტორები.

კომისია შედგებოდა პირველი ლედის, ევროკავშირის, მასმედიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან.

14 აპრილს შერატონ მეტეხი პალასში გამარჯვებულ კონკურსანტებს - პერსონაჟების ავტორებს - თორნიკე კაციტაძეს და კონსტანტინე კუპრეიშვილს, ხოლო  მელოდიის ავტორს თამარ სალუქვაძეს გადაეცათ  პირველი ლედის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო - 1000 ლარის ოდენობით. ასევე სიმღერის  ავტორს - გიორგი ბიკაშვილს ევროკავშირის ელჩმა ბატონ დიმიტრი ფილიპოვმა გადასცა ევროკავშირის მიერ დაწესებული პერსონალური კომპიუტერი.

ყველა მონაწილეს მადლობას ვუხდით კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის, ხოლო გამარჯვებულ კონკურსანტებს ვულოცავთ გამარჯვებას!

გთხოვთ იხილოთ გამარჯვებული  პერსონაჟები და მოუსმინოთ სიმღერას.

 

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code