Google+

ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივა

07.03.2011
კონკურსი ორი პერსონაჟის შექმნაზე

საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის  ინიციატივის  - „Don't Worry, Be Healthy" -ს ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიის ორი მხარტვრული პერსონაჟის შექმნაზე.

პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ჯანსაღი  ცხოვრების წესის დამკვიდრებას საგანმანათლებლო კამპანიის წარმოებით.

კამპანიის ორი მხატვრული პერსონაჟი - ნუცა და ნიკა უნდა ასოცირდებოდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესთან და ვიზუალურად უნდა შეესაბამებოდნენ კამპანიის კონცეფციას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია  ნებისმიერი ასაკის მსურველს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა წარმოდგინოს პერსონაჟების ორ ან სამ განზომილებიანი ესკიზი. კონკურსანტებს უფლება აქვთ გამოაგზავნონ ესკიზის რამდენიმე ვარიანტი.

საკონკურსო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს კონკურსანტის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტის მისამართი.

საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის  12 აპრილი, 18:00 საათი. ნამუშევრებისა და საკონტაქტო ინფორმაციის გამოგზავნა შესაძლებელია  ელექტრონულ მისამართებზე:

 HLScampaign@president.gov.ge; HLScampaign@gmail.com,

ან შემდეგ საფოსტო მისამართზე:

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მ. აბდუშელიშვილის ქ. N1

0103 თბილისი, საქართველო

 საკონტაქტო პირი: ეკა ლალიაშვილი

გამარჯვებული პერსონაჟების ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით.

გისურვებთ წარმატებებს! 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code