ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივა
07.03.2011
კონკურსი ლოგოს დიზაინის შექმნაზე
საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივის - „Don't Worry, Be Healthy" -ს ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიის ლოგოს დიზაინის შექმნაზე.
ზემოხსენებული ინიციატივა მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის წარმოებით.
ლოგოს დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს, იყოს ორიგინალური და ადვილად დამახსოვრებადი, ასევე აუცილებელია ლოგოზე დატანილ იქნეს კამპანიის - „Don't Worry, Be Healthy"-ს სახელწოდება. ლოგოს დიზაინი კონცეფტუალურად უნდა შეესაბამებოდეს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას.
კონკურსანტებს უფლება აქვთ, წარმოადგინონ ლოგოს რამდენიმე ვერსია JPG ფორმატში, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში - ვექტორულ ფორმატში.
საკონკურსო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს კონკურსანტის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტის მისამართი.
საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 12 აპრილი, 18:00 საათი. ნამუშევრებისა და საკონტაქტო ინფორმაციის გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართებზე:
HLScampaign@president.gov.ge, HLScampaign@gmail.com,
ან შემდეგ საფოსტო მისამართზე:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
მ. აბდუშელიშვილის ქ. N1
0103 თბილისი, საქართველო
საკონტაქტო პირი: ეკა ლალიაშვილი
გამარჯვებული ლოგოს ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით.
გისურვებთ წარმატებებს!