საქმიანობა
01.06.2010
ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი – საქართველოს“ აღსაზრდელები პრეზიდენტის ადმინისტრაციას ესტუმრნენ
საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის მიერ დაწესებული პრიზი – სტუმრად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში – ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი – საქართველოს“ მიერ მოწყობილ საქველმოქმედო აუქციონზე გათამაშდა. პრიზი ამ ორგანიზაციის აღსაზრდელებს ხვდათ წილად და ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2010 წლის 1 ივნისს ესტუმრნენ.