Google+

საქმიანობა

13.11.2012
 საქართველოს პირველი ლედი ქალბატონი სანდრა რულოვსი საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამას ესტუმრა

2012 წლის 13 ნოემბერეს   საქართველოს პირველი ლედი ქალბატონი სანდრა რულოვსი საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამას ესტუმრა. საპატიო სტუმარს შეხვდნენ საქართველოს კარიტასის დირექტორი პადრე კშიშტოვ კოვალი და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მენეჯერი ქ-ნი ნონა პირაევა, რომლებმაც მას მოკლედ გააცნეს მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები.

 

ქალბატონი  სანდრა უკვე მეორედ ეწვია კარიტასს. მან დიდი ინტერესი გამოხატა ჩატარებული სამუშაოს მიმართ. პირველი ლედი შეხვდა  ბენეფიციარს ქ-ნ ლიანა მეგრელაძეს და ასევე ბინაზე მოინახულა შინმოვლის პროგრამის პაციენტები, რომლებიც საწოლს არიან მიჯაჭვულნი და საქართველოს კარიტასისგან იღებენ სხვადასხვა სახის მომსახურებას.

 

ქალბატონი სანდრას სტუმრობა და  გულისხმიერი საუბარი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ხანდაზმული  ბენეფიციარებისთვის, მათ განვლილი ცხოვრება გაიხსენეს და ახლანდელ პრობლემებზე ისაუბრეს. ბენეფიცირებმა პირველი ლედისგან საჩუქრებიც მიიღეს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code