საქმიანობა
19.06.2010
ლენტეხის ორი საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის გოგონებისთვის ბათუმში ორდღიანი ექსკურსია მოეწყო
2010 წლის 19-20 ივნისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით ლენტეხის ორი საჯარო სკოლის (#1 და #2) დამამთავრებელი კლასის 39 გოგონა ორდღიანი ექსკურსიით აჭარას ეწვია. მათ ბათუმის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და გონიოს ციხე მოინახულეს.