Google+

საქმიანობა

26.10.2008 ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკის სკოლის მოსწავლეებისთვის აღმოსავლეთ საქართველოში ორდღიანი ექსკურსია მოეწყო 2008 წლის 26-27 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ხელშეწყობით ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკის სკოლის 29 მოსწავლე და 2 პედაგოგი ორდღიანი ექსკურსიით აღმოსავლეთ საქართველოს ეწვია. მათ მცხეთა, თბილისი, სიღნაღი და ბოდბე დაათვალიერეს.
25.10.2008 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით „პოეზიის დღე – შოთაობა“ აღდგა 2008 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით სახალხო დღესასწაული „პოეზიის დღე-შოთაობა“ აღდგა და ასპინძის რაიონში დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
08.10.2008 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით დევნილებისთვის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 2008 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივითა და თანადგომით ცხინვალის, ქარელისა და გორის რაიონებიდან დევნილი მოსახლეობის დროებითი განთავსების რამდენიმე ობიექტზე მცირე სარემონტო სამუშაოები კვლავ განხორციელდა: შეიცვალა და შეკეთდა კარ-ფანჯრები, რათა დევნილები ზამთრის სიცივისგან დაცულნი ყოფილიყვნენ.
01.10.2008 საქართველოს პირველმა ლედიმ ცხინვალის, ქარელისა და გორის რაიონებიდან დევნილ მოსახლეობას დახმარება გაუწია 2008 წლის 1-2 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი თბილისში ცხინვალის, ქარელისა და გორის რაიონებიდან დევნილი მოსახლეობის დროებითი განთავსების რამდენიმე ობიექტს ესტუმრა და მათ დახმარების სახით წნევისა და დიაბეტის საზომი აპარატები (თავისი ჩხირებით), მედიკამენტები, მაცივრები, სარეცხი მანქანა, ბავშვებისთვის სათამაშოები გადასცა.
01.10.2008 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით 26 სტუდენტს სასწავლო სტიპენდია გადაეცა 2008 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის მიერ ფონდ GIEV-ის თანადგომით 2008-2009 სასწავლო წლისთვის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 26 სტუდენტს სტიპენდიები გადაეცა.