საქმიანობა
10.10.2009
საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით „პოეზიის დღე –შოთაობა“ გაიმართა
2009 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით კვლავ შედგა სახალხო დღესასწაული „პოეზიის დღე-შოთაობა“ და ასპინძის რაიონში დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამავე ღონისძიების ფარგლებში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა, რის შედეგადაც საუკეთესო ლექსების ავტორებს ჯილდოები გადაეცათ.