Google+

საქართველო მსოფლიო მედიაში

08.10.2011
საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა ფრანგული მედიის მთავარ თემად რჩება

ნიკოლა სარკოზის ვიზიტი და თავისუფლების მოედანზე გაკეთებული განცხადებები წამყვანი ფრანგული მედიის მთავარ თემად იქცა. სტატიები ამ თემაზე სხვადასხვა გავლენიან გამოცემებში დაიბეჭდა. საფრანგეთის პირველი პირისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ფრანგულმა ტელევიზიებმა გააშუქეს.

 

Bfm TV პრეზიდენტ სარკოზის კავკასიურ ტურნეს ეთერი ტელეკომპანია Bfm TV დაუთმო. ჟურნალისტი სარკოზის ვიზიტის დღეს სანფორმაციო გადაცემას პირდაპირ ეთერში თავისუფლების მოედნიდან ჩაერთო. მთავარი აქცენტი ჯურნალისტმა საფრანგეთის პირველი პირის მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა.

იხილეთ ბმული

France 24 ვრცელი სიუჟეტი სარკოზის თბილისში ვიზიტს ტელეკომპანია France 24 მიუძღვნა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ რუსეთ - საქართველოს ომიდან სამი წლის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი კვლავ დაბრუნდა საქართველოში, რათა ხელახლა დაედასტურებინა აღებული ვალდებულებები 2008 წელს ხელმოწერილი გეგმის შესრულებაზე. სიუჟეტში მოყვანილია საერთაშორისო დამკვირვებლების ინტერვიუებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთი ყოველთვის არღვევდა. 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ კი, როდესაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზები გაორმაგდა, საერთაშორისო დამკვირვებლებს ამ ტერიტორიებზე მუშაობის საშუალება არ ეძლევათ.

იხილეთ ბმული

Le Monde ,,ევროპელ დამკვირვებლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობის საშუალება არ ეძლევათ,,. ამაზე საკუთარ სტატიაში Le Monde რედაქცია ამახვილებს ყურადღებას. ჟურნალისტი აქცენტს აკეთებს სარკოზის ღია განაცხადზე, რომ საფრანეთი არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების დარჩენის ფაქტს, რის გამოც ასი ათასობით დევნილი საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება.

იხილეთ ბმული

Libération  სტატიაში ყურადღებას საფრანგეთის პრეზინდეტის გამოსვლის იმ ნაწილზე ამახვილებს, სადაც მან ღიად მიანიშნა მოსკოვს, რომ საბჭოთა კავშირის დრო დასრულდა.
,,ქართველი ხალხის წინაშე გამოსვლისას ნიკოლა სარკოზიმ მოსკოვს მოსთხოვა – შეწყვიტოს საქართველოს დაშინება, მუქარა და დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც სავსებით მიუღებელია ,,.

იხილეთ  ბმული

 

Le Point  "მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა სარკოზიმ მოსკოვს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი უწოდა, საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთის განაწყენებას მაინც არ მოერიდა" – ციტატა გამოცემიდან Le Point. ვრცელ სტატიაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის შეთანხმების შეუსრულებლობის გარდა სარკოზიმ მოსკოვი ჟენევის მოლაპარაკებების უპატივისცემლობაზეც.

იხილეთ ბმული

La Croix  ნიკოლა სარკოზიმ თბილისში თავი, როგორც ევროპაში იგრძნო – ამ სათაურით სტატიას კი გამოცემა La Croix აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში მხარდაჭერა გამოუცხადა და 80 ათასზე მეტი ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლისას შეაქო ის რეფორმები, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველომ განახორციელა - კერძოდ კი ხაზი გაუსვა პოლიციის რეფორმას, კორუფციის აღმოფხვრასა და ეკონომიკურ ზრდას.

იხილეთ ბმული

L’Express გამოცემის L’Express’ სტატიაში კი ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეა გამახვილებული. ავტორი წერს, რომ ეს რეგიონები კრემლის მათრახს ემორჩილებიან, რომელმაც ევრომონიტორების გარდა, რეგიონში სპონსორებსაც აუკრძალა შესვლა. ექსპრესის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მეთოჯინის ძალისხმევის მიუხედავად, მათი სუვერენიტეტი მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და წყნარი ოკეანეს პატარა კუნძულებმა სცნეს. ნიკოლა სარკოზიმ კი თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ამ მოკლე დროში საქართველომ განვითარებაშის მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

იხილეთ ბმული

France 3 ტელეკომპანია France 3 - ის საინფორმაციო გადაცემამ პირდაპირ ეთერში სასაუბროდ მიხეილ სააკაშვილი მიიწვია.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code