Google+

საქართველო მსოფლიო მედიაში

27.10.2010
საქართველოს პრეზიდენტმა CNBC-ის ინტერვიუ მისცა

- მოგესალმებით. თქვენ ახლო აღმოსავლეთის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის წევრი ხართ?

- მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვმეზობლობთ ფართო რეგიონთან ახლო აღმოსავლეთში და ამ რეგიონიდან ბევრი ინვესტორი გვყავს. საქართველოში ისინი თავს ძალზე კომფორტულად გრძნობენ და მეორეც, ეს ერთ-ერთი ზოგადი ცნებაა. გუშინ ფორუმის პანელზე ვიმყოფებოდი, სადაც შეკითხვა დასვეს: რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ რეგიონი წარმატებული გახდეს? პრინციპში, ცხრა ან ათი მაჩვენებლიდან ჩვენ თითქმის ყველას ვაკმაყოფილებდით. ანუ ვგულისხმობ იმას, რომ სწორ გზას ვადგავართ. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ, ცენტრალურ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ჩვენ პირველ ადგილზე ვართ. ჩვენ ვიყავით ასი მაჩვენებლის ქვემოთ, ახლა კი მსოფლიო მასშტაბით, მეთერთმეტე ადგილს ვიკავებთ და ვიმედოვნებთ, რომ სულ რამდენიმე დღეში პირველ ათეულში მოვხვდებით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაცემებით, ასევე სხვა მაჩვენებლებით, ევროპაში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც სწორად იქცევა და, პრინციპში, ვხდებით უმნიშვნელოვანესი ცენტრი, რომელიც უმოკლეს გზას იკვლევს ჩრდილოეთ ჩინეთისაკენ, ცენტრალური აზიისა და უმეტესი ევროპული ქვეყნებისკენ. ჩვენ შუაში ვიმყოფებით -სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის.

- რას გვეტყვით იმ პროექტებზე, იმ მოვლენებსა და იმ პარტნიორებზე, რომლებსაც თქვენ ახლა ეცნობით, იმ ცალკეულ სფეროებზე, რომლებიც თქვენ ამ მომენტისათვის გაინტერესებთ - საუბარია ახლო აღმოსავლეთის მოთამაშეებზე...

- უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი ეკონომიკა. საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, მაგრამ ის მდებარეობს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან ადგილას. ასე რომ ინვესტორები შემოდიან ინფრასტრუქტურის, ტურიზმის სფეროებში, ენერგო სექტორში, ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში. საქმე იმაშია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, ამ წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 6 პროცენტი, მომავალ წელს, ვიმედოვნებ, რომ ეს მაჩვენებელი 7-8 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო შემდეგ ისევ დავუბრუნდებით ორნიშნა რიცხვს, ისევე, როგორც კრიზისამდე გვქონდა. კრიზისმა ჩვენც ნამდვილად დაგვაზარალა, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნები. 80 პროცენტი ეს ინვესტიციების დამსახურებაა. საქართველო უდიდესი პოლიტიკური კორიდორი იყო წარსულში და ახლაც არის. თუკი ხალხი კვლავ მოდის ინვესტიციის ჩასადებად, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო უსაფრთხო ადგილია და ეს არის რეგიონის ტურისტული ცენტრი. აქ ხდება რამდენიმე ფაქტორის შერწყმა - მარტივი და უსაფრთხო ადგილია საცხოვრებლად და ხუთჯერ ნაკლებია კრიმინალი, ვიდრე რუსეთსა და უკრაინაში. აშშ-მ თქვა, რომ ჩვენ ვართ მეორე ქვეყანა ევროპაში უსაფრთხო გარემოს თვალსაზრისით. საქართველო ლამაზი და კარგი ადგილია.

- როგორ მიგაჩნიათ სად ვიმყოფებით ჩვენ აღდგენის გლობალურ ეკონომიკურ ციკლში? ჩვენ ვსაუბრობდით ამ რეფორმების შესახებ...

- ხალხს ეს ხშირად სჩვევია, მაგრამ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ნაადრევი დასკვნების გამოტანის. ბრწყინვალე ეკონომიკის მქონე ქვეყნები ძალიან სწრაფად იცვლიან პროგნოზს. ეს არაბუნებრივია. ერთი რამ ცხადია - ქვეყანა ვითარდება ძალიან კარგად. არის ქვეყნები, რომლებმაც დიდად იზარალეს კრიზისის გამო და ამიტომ ინფრასტრუქტურასა და ბევრ სხვა სექტორებში ფასები საგრძნობლად გაიზარდა. ახლა შეხედეთ ჩემს ქვეყანას: ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორებისაგან გამოვიარეთ სრულმასშტაბიანი ემბარგო ვაჭრობის თვალსაზრისით, სრულმასშტაბიანი ენერგო-ემბარგო ელექტროენერგიის ექსპორტზე. ახლა კი ჩვენ მის არათუ იმპორტს, არამედ ექსპორტს ვახორციელებთ - ამ სრულმასშტაბიანმა ემბარგომ ჩვენი ეკონომიკა დივერსიფიცირებული გახადა. შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ კრიზისი და ზრდა მაინც გვაქვს. აი რაშია საქმე - ჩვენ გავხადეთ ჩვენი მთავრობა ეფექტური. ის ხალხი, ვინც შემოდის ამ რეგიონში და ვინც ამბობს, რომ მას აქვს პრობლემა, ჩვენ უნდა გავუმარტივოთ ეს სირთულეები, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ეფექტიანობასა და მომავლის გრძელვადიან პერსპექტივაზე. ეს ჩვენი ყველაზე საოცარი აქტივია.

- სავარაუდოდ არ იქნება ბევრი ორაზროვნება...

- არა, ჩვენ არ გვჭირდება ორაზროვნება. ორაზროვნება ყოველთვის იყო და დღევანდელ მსოფლიოშიც არის. ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა კონცენტრირებული ვიყოთ ეფექტიანობაზე.

- დიდი მადლობა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code