Google+

საქართველო მსოფლიო მედიაში

27.10.2010
საქართველოს პრეზიდენტი ტელეკომპანია „ბლუმბერგს" მაროკოს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან ჩაერთო 

მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია ბლუმბერგს მაროკოს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან ჩაერთო. ქვეყნის პირველმა პირმა ქართულ საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ინვესტორებს საქართველოში მრავალი სფერო აინტერესებთ. მიხეილ სააკაშვილი მაროკოში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება, რომელშიც 62 ქვეყნის 1000 მეტი ბიზნესმენი მონაწილეობს. ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში, გეგმები და საინვესტიციო პროექტები - ეს ის თემებია, რომლებზეც პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

-თქვენ გჭირდებათ დაახლოებით 2 მილიარდიანი უცხოური ინვესტიაცია იმისათვის რომ ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი გაზარდოთ და რუსთთან ომის შედეგები აღმოფხვარათ. ასეა?

- წელს ჩვენ მთლიანობაში, დახლოებით, 6 პროცენტიან ეკონომიკური ზრდას ველით. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზია. გაისად ეს მაჩვენებელი უკვე 7 - 8 პროცენტი იქნება. თუმცა ვფიქრობ, 2 წელიწადში კვლავ ორციფრიან ნიშნულს მივაღწევთ. რა თქმა უნდა, ეს უცხოური ინევესტიციების ხარჯზე მოხდება, რაც, განასაკუთრებით, ორი კვარტლის განმავლობაში გაიზარდა. ამიტომ, ძალზე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

-საქართველოს ხელისუფლებამ შარშან გამოაცხადა, რომ თქვენი ინტერესის ძირითადი სფერო აღმოსავლური ქვეყნების ინვესტიციები იქნებოდა. ყატარელები ამბობენ, რომ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩადებენ საქართველოში. თუ მიაღწიეთ რაიმე შეთანხმებას, თუნდაც, ყატართან კონკრეტული ინვესტიციების თაობაზე?

ინვესტორებს საქართველოში მრავალი სფერო აინტერესებთ. რთულია იმის თქმა, რომელი სეტორი არის მათთვის ყველაზე მიმზიდველი. ინვესტიციები შემოდის ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკულ და ჰიდროსადგურების მშენებლობის სექტორში. ყატარიდან მართლაც ძალიან ბევრი ინვესტიცია გვაქვს. ამ დღეებში რამდენიმე შეხვედრა მქონდა ქუვეიტელ და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბიზნესმენებთან და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ ვიცით როგორ უნდა დავაინტერესოთ ისინი, მათთვის კი ეს დეჟავუა. ვინაიდან დღეს იმ პოზიციაში ვიმყოფებით, რომელშიც დუბაი წლების წინათ იყო.

-თქვენ არაბეთის გაერთიანებული საემიროს ინვესტიციები ახსენეთ, როდის შემოვა ის საქართველოში?

- ისინი უკვე არიან ჩვენთან. საქართველოში უკვე განხორციელდა მილიარდზე მეტი ინვესტიცია საემიროების სხვადასხვა ჯგუფებიდან. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ საქართველო ლიდერია პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენ ერთ-ერთი ლიდერი ვართ მსოფლიოშიც. წელს ამ მაჩვენებლით მსოფლიო მასშტაბით მე-11 ადგილზე ვართ. გაისად კი გვსურს ათეულში მოვხვდეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეტწილად ანგლოსაქსონური რეიტინგია, ვინაიდან ჩვენი რეგიონიდან ჩვენთან ახლოსაც ვერავინ ვერ მოვა.

- საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებიც განხორციელდა. სუსტდება პრეზიდენტის და ძლირდება პარლამენტის ძალაუფლება. თქვენ მანამდე ნათქვამი გქონდათ, რომ ეს აუცილებელია თქვენი ქვეყნისთვის? ახლა თუ უჭერთ მხარს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მიიღო?

- ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რატომ არის საქართველო მოწინავე პოზიციებზე რეიგიონში. ჩვენ კორუფციის და კრიმინალის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივია. საბოლოოდ, მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც ევროპულ პრინციპებს ეფუძნება და დემოკრატიის განვითარებაში დაგვეხმარება. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც საკმაოდ პოპულალურია საზოგადოებაში. კიდევ უფრო პოპულალურია ის ინსტიტუტები, რომელზეც სახელმწიფოა დაფუძნებული.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code