Google+

საქართველო მსოფლიო მედიაში

25.09.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ფოქს ნიუსს" ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი ტელეკომპანია "ფოქს ნიუსს" ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველო-რუსეთის კონფლიქტი კიდევ ერთხელ გაიხსენა და გასული ერთი წელი შეაფასა. საუბარი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასაც შეეხო. დილოგის კიდევ ერთი საკითხი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა იყო.

"რუსეთისთვის წარმოუდგენელია საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღიარება. მან საქართველოში ჯარის იგივე რაოდენობა გამოიყენა, რაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში. მას უნდოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება და ჩემი სხეულის დანაწევრება, რაც მან საჯაროდ განაცხადა. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტსაც უამბო. თუმცა, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის ერთი წლის შემდეგ საქართველო არა მარტო გადარჩა, არამედ მსოფლიო ბანკების სიაში მან ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა. ჩვენ ვართ მე-11 ადგილზე მსოფლიოში ბიზნესის კლიმატის თვალსაზრისით. რაც შეეხება კორუფციას, რუსეთი, ნიგერია და ვენესუელა ასეულს მიღმა არიან. ჩვენ კი, ამ სენთან ბრძოლის წინააღმდეგ ერთ-ერთ პირველ ადგილს ვიკავებთ. მსოფლიოში მხოლოდ ერთმა ქვეყანამ, ვენესუელამ აღიარა ის, რაც რუსეთს სურდა,საქართველოს მთლიანი განადგურება.

რაც რუსეთმა დღეისთვის მოახერხა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილობრივი ოკუპაცია. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში, როცა ობამამ ახსენა, რომ პუტინი ცალი ფეხით წარსულშია, რუსეთმა დაიწყო პატარა ქვეყნის, საქართველოს დამცირება, ოკუპირება და დანაწევრება. მათ ეგონათ, რომ ისინი ამით ამერიკას პასუხობდნენ, ისევე როგორც ჩავესი, რომელმაც აღიარა რუსეთის აგრესია.მე კარგად ვიცნობ ამერიკელ საზოგადოებას. ვიცი, რომ ისინი გადაიღალნენ ომებისგან, მაგრამ ამასთან ერთად მე მინდა გავიმეორო, ჩვენ ვართ ძალიან ნორმალური ქვეყანა ეკონომიკის და ბიზნესის განვითარების პირობებით,რომელიც აღიარა ყველა საერთაშორისო და ფინანსურმა ორგანიზაციამ.

ჩვენ მხარს გვიჭერს ყველა ცივილიზებული სამყარო ევროპისა და განსაკუთრებით ამერიკის ჩათვლით. ჩვენ შევადგინეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ბუშის ადმინისტრაციასთან,

მაგრამ ეს შეთანხმება იმპლიმენტირებული უნდა იყოს ობამას ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ დავეხმარებით ამერიკელებს ყველა საშუალებით რითაც შეგვიძლია, მათ შორის გუანტანამოსთან დაკავშირებით. ჩვენი მხრივ, ჩვენ ვეხმარებით ამერიკელებს ტერორიზმთან ბრძოლაში და გავაგზავნეთ ერთი ბრიგადა ერაყში,

600 ჯარისკაცი ავღანეთში. თუ საჭირო გახდა ჩვენ დავამატებთ ჩვენს ჯარისკაცებს მისიის შესრულების საკითხებში.

მე ვიცი, რომ ეს არა მარტო ამერიკელების ბრძოლაა. ვიცი, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა და ასე იქნება ობამას ადმინისტრაციის პირობებშიც." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code