საქართველო ციფრებში
28.09.2011
მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგი 2011“
მსოფლიო ბანკის “Doing Business 2011” კვლევის თანახმად, საქართველომ მე-12 ადგილი დაიკავა 183 ქვეყანას შორის ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგში. 2010 წელს საქართველოს იგივე რეიტინგში მე–13 ადგილი ეკავა. ასევე ,,Doing Business 2011” კვლევის მონაცემებით 2011 წელს ქვეყანამ ყველაზე მეტად გაიუმჯობესა პოზიციები 2 მიმართულებით:
- საქართველომ ინვესტორების დაცულობის კრიტერიუმში 21 ადგილით ზემოთ აიწია და დღესდღეობით მე-20 ადგილზეა;
- კრედიტის მიღების სიმარტივეში 15 ადგილით აიწია და ამჟამად მე–15 ადგილზეა.
ასევე ქვეყანას კვლავაც მოწინავე პოზიციები უკავია ბიზნესის დაწყების (მე–8 ადგილი), მშენებლობის ნებართვების (მე–7 ადგილი), ქონების დარეგისტრირებისა (მე–2 ადგილი) და ქვეყნიდან საზღვარგარეთ ვაჭრობის სიმარტივის (35–ე ადგილი) პუნქტებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული
საქართველოს რეიტინგი „Doing Business 2011“ კვლევის მიხედვით
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული