Google+

სიახლეები

15.06.2010
ბათუმში საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი სხდომა გაიმართა

ბათუმში საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.  

"მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ  არჩევნებში გამარჯვება.

საქართველოს მაშტაბით ჩვენ მივიღეთ  66%;  აჭარაში მივიღეთ ამდენივე პროცენტი; სამეგრელოში ავიღეთ 68%;  პროცენტები მაღალია.

ეს იგივე მაჩვენებელია, რაც გვქონდა 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ ეიფორიის ფონზე გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე;

თუმცა, ეს პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთია.  ჩვენი ტერიტორიის 20%  ოკუპირებულია თავზეხელაღებული, ბრუტალური , ცბიერი, მონღოლური ტიპის პოლიტიკური ძალის მიერ და ქვეყნის ხელმძღვამნელობის მიერ; როდესაც რეგიონში ეკონომიკა არ არის ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში, მსოფლიოში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, კარგი, რაც  ამ არჩევნებზე მოხდა არის ის, რომ ამ მარგინალებს და საქართველოს ხელახლა დამონების მსურველებს ჩვენმა ხალხმა გასცა ძალიან კარგი პასუხი.

სხვა ადგილებზე გასული პარტიების აბსოლიტურმა უმრავლესობამ აღიარა არჩევნების შედეგები;

პირველად მოხდა ცივილიზებული საარჩევნო კამპანიის ჩატარება.

ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც დაკავებულია  საარჩევნო კამპანიიდან საარჩევნო კამპანიამდე პერიოდით და შემდეგ შეუძლია მოეშვას.

ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა ვართ მუდმივ კამპანიაში საქართველოს დიდი აღმშენებლობისთვის.

არჩევნები ეს არის ხალხის მიერ ჩვენი შემოწმება, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენს დაპირებას საქართველოს აღმშენებლობისთვის.

ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს არჩევნების შემდეგ და არა არჩევნებამდე.

ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ჩვენი ქვეყნისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ არიან ქვეყნები, სადაც შეიძლება მთელი ცხოვრება იყო მაჩანჩალა და მაინც გადარჩე.

დღეს ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როცა პატარა ნაბიჯებით წინ სვლა ნიშნავს, რომ ქვეყანას მაინც დაუდგება არსებობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხე.

საქართველოში ჩვენ დღეს რეალურად გვაქვს ძალიან კონკრეტული პროგრამა, ან ჩვენ ვიქნებით ძალიან წარმატებულები, ან საქართველო არ იქნება საერთოდ.

მინდა დავიწყოთ ოთხ ფეხზე სიარული, უარი ვთქვათ იმაზე, რასაც ჩვენ ვაღწევთ, თუ პირიქით, გავაგრძელოთ და შევეცადოთ ჩვენი ქვეყანა იყოს ჩვენი.

რა თქმა უნდა  ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებზეც  ძალიან ზუსტი არჩევანი გააკეთა. ჩვენი მაგრად ყოფნა ეს არის ჩვენი რეფორმების გაგრძელება. ახლახან იყო მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტი ჩამოსული და აპირებს მსოფლიო ბანკის ცალკე წიგნის გამოშვებას, სადაც პოპულარიზაცია იქნება.

გიგი უგულავა შეხვდა მას და თბილისი შემოატარა. როცა ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით პოსტ საბჭოთა ქვეყანა, ამ რეფორმების შეჩერების უფლება აღარ გვაქვს.

ამასწინათ ნახეთ,რომ ჩვენი კანდიდატები გიგის მეთაურობით ველოსიპედებით დასრიალებდნენ თბილისში. ველოსიპედზე როცა დაჯდები უფრო შორს წახვალ, ვიდრე ფეხით, მაგრამ როგორც კი ველოსიპედის პედლებს შეაჩერებ, მაშინვე ჩამოვარდები.

ზუსტად ასეთ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ დავდექით იმ გზაზე, რომ ვიყოთ პირველი თანამედროვე ქვეყანა ამ რეგიონში.

 სამ თვეში ბათუმი იქნება ბევრად უკეთესი. ერთ წელწიადში ეს იქნება მსოფლიოს სასწული. ჩვენთვის ეს განვითარების ტემპი ძალიან მაღალია.

თავის მოწონება არის ყველაზე უარესი. ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინსვლა. ჩინეთი სინგაპურის მიმართ იყო ძალიან ცუდად განწყობილი.

დღეს მან მოახერხა ყველაზე უფრო ჩამორჩენილი ქვეყნიდან მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად გადაქცევა. ეს საქართველოსთვის განვითარების მოდელია.

ყველას უნდა ვჭირდებოდეთ, მათ შორის ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც.

ნახეთ, რამდენი რუსი ჩამოდის ჩვენი რეფორმების შესასწავლად.

უკრაინასა და რუსეთში ჩვენ ვართ წარმატების მაგალითები. ეს არის ჩვენი  განვითარების მოდელი.

მინდა გვესმოდეს განათლების სისტემაში რა პრობლემები გვაქვს დღეს.

ჩვენ დღეს გვყავს 1300 სკოლის დირექტორი დაუნიშნავი და ამაზე შაშკინიც ისაუბრებს. ჩვენ დავხურეთ მათემატიკური სკოლები და რატომ დავხურეთ ვერავინ ვერ ამიხსნა. ვერავინ ვერ ამიხსნა რატომ გავაუქმეთ მათემატიკური ოლიმპიადები. ვინც სწავლობდა გეპეიში, ყველამ იცის,რომ 70-იანი წლებიდან დაიწყო ჩამოშლა.  ჩათვლის წიგნაკში ფულს თუ არ ჩადებდი იშვიათად თუ მიიღებდი ნიშანს, მაგრამ ბინძურ წყალს არ უნდა გადააყოლო ბავშვი.

მომავალ წელს ჩვენ პირველ კლასელებს უკვე დავურიგებთ კომპიუტერებს. მარტო ინგლისური კი არ უნდა ვისწავლოთ, ჩინური უნდა ვისწავლოთ, ასევე თურქული.

ყველა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ, ფრანგული არ უნდა დაგვავიწყდეს, რუსულია რ უნდა დაგვავიწყდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სისტემა შემდგომ განვითარდეს.

პოლიტიკურად ჩვენ ვართ ევროპა და პოლიტიკურად ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ. პირველ ეტაპზე ვიზები უნდა გავამარტივოთ და თავისუფალ ვაჭრობას უნდა მივაღწიოთ.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი ერთბაშად არ მიიღწევა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საკონსტიტუციო რეფორმაზე. ჩვენ მივეცით საშუალება საკონსტიტუციო კომისიას, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით დაეწერათ კონსტიტუცია. დამემოწმება ალბათ დემეტრაშვილი, ერთხელ შევხვდი დასაწყისში და ვუთხარი, რომ სრული თავისუფლება აქვს. შეიქმნა მოდელი, რომელიც მე ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ ვენეციის კომისიამ ძალიან მოიწონა.

ძალიან დიდი რეფორმა ტარდება - პარლამენტი ქუთაისში გადადანის. ეს არის საშვილიშვილო რეფორმა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადმოტანა.

ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ერთიანი. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი თბილისში მსჯელობდა მუდმივად ამ ესტაკადაზე და გმირთა მოედნის ძეგლზე.  ამიტომ არის, რომ ძალიან ბევრს მსჯელობ რიყის ხიდზე და არ გაინტერესებს განმუხურში გაკეთებული ხიდი. ამ ლოგიკას კლავს პარლამენტის გადატანა ქუთაისში.

საქართველოში უნდა იყოს დემოკრატია, საქართველოში უნდა იყოს მოდერნიზაცია. ის რეფორმები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, ვეღარავინ ვეღარ უნდა შეაბრუნოს უკან.

 ჩვენ არ გვინდა, რომ კორუფცია დაბრუნდეს, ჩვენ არ გვინდა, რომ გაიშნიკები დაბრუნდნენ,  ჩვენ არ გვინდა, რომ ტარიელ ონიანი ჩამოვიდეს და მას აეროპორტში დახვდეს შსს მინისტრი ყვავილებით.

იმედი მაქვს, რომ რეფორმატორთა ჯგუფი განვითარდება. ნურავის ნუ გონია, რომ ჩვენ ხელს ავიღებთ და უარს ვიტყვით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებაზე.

უნდა გავაგრძელოთ კონსტიტუციაზე მუშაობა. ვინც იყო შარშან რუსეთზე ჩამოკიდებული , შარშან ეკონომიკა ჩამოეშალათ 20%-ით.

კიდევ კარგი, რომ თავის დროზე გამოგვიცხადეს ემბარგო. ჩვენი დივერსიფიკაცია ძალიან  მნიშვნელოვანია. ამერიკის ეკონომიკა ბევრად უფრო ჩქარა ამოდის კრიზისიდან. ინდოეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ინვესტიციებისთვის. ჩვენ რეფორმების შეჩერების უფლება არ გვაქვს. ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინსვლა."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)