Google+

სიახლეები

25.06.2013
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონის პროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონის პროექტს, რომლითაც ცვლილებები შედის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებს „საარჩევნო კოდექსსა“ და „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.

მოტივირებული შენიშვნები, რომლითაც ქვეყნის პირველმა პირმა უკან დაუბრუნა კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს, ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის და მის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიების შენარჩუნებას და კიდევ უფრო განმტკიცებას.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტი არსებითად ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო კვორუმს, რაც ცალსახად უქმნის საფრთხეს მეურვეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს.

ამავდროულად, კანონპროექტის მიხედვით, შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ სამეურვეო საბჭოს ცალკეულ წევრთა, არამედ მთლიანად სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის გამოცხადება და უფლებამოსილების შეწყვეტა. მოქმედი კანონი ამგვარ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

კანონპროექტის აღნიშნული დებულებები არსებითად ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მის წევრთა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან დამოუკიდებლობას და ქმნის პოლიტიკური მოტივაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლების საფრთხეს. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)