Google+

სიახლეები

23.06.2013
გორში "ქართლის ღვინის ფესტივალი 2013" გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტი  გორში , რეაბილიტირებულ ციხის უბანში გამართულ ,, ქართლის ღვინის ფესტივალს’’ დაესწრო. 
მიხეილ სააკაშვილი  მეღვინეებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციას, რაც გლეხებს გაცილებით მეტ შემოსავალს გაუჩენს.  პრეზიდენტი  დღეს  ქართლში  იმ მეღვენეებსაც შეხვდა, ვისი კუთვნილი ვენახების ნაწილიც , დვანში უკანონოდ გავლებულ  მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა. 
პრეზიდენტს დღეს ქართლელი მეღვინეები უძველესი ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინით გაუმასპინძლდნენ. ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივების მიერ დამზადებული სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა გამოფენაც გაიმართა.მიხეილ სააკაშვილმა  სიმბოლურად,  შეზღუდული უნარის მქონე პირთა მიერ დამზადებული ნივთებიც შეიძინა და სამახსოვრო სურათები გადაიღო. 
ღვინის ფესტივალი  მიზნად ისახავს განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ქართლის ღვინის პოპულარიზებას, ადგილობრივი ვაზის ჯიშების შენარჩუნებას და გამრავალფეროვნებას, რეგიონში შემორჩენილი უნიკალური ჯიშებიდან დაყენებული ღვინის გაცნობა-პოპულარიზაციას, ქართლის ღვინის მწარმოებელთა კატალოგის შექმნას შემდგომი კონსულტაციებისა და სერვისების მიწოდების მიზნით, ახალ მწარმოებელთა დაინტერესებას, შიდა თუ გარე ბაზრების ყურადღების მიპყრობას.
"ქართლის ღვინის ფესტივალი 2013"-ის ორგანიზატორია პრეზიდენტის ადმინისტრაცია. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრო ბარნოვმა განაცხადა, ეს ფესტივალი მხოლოდ ქართლში არ ჩატარდება და მთელ საქართველოს მოიცავს.
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)